"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შეხვედრა მოვიგე. კარგი მატჩი გამოვიდა და მიხარია, რომ ჰამბურგში ვარ.
კუევასი კარგი ჩოგბურთელია, მაგრამ მე ჩემი შანსები გამოვიყენე და კორტზე თავს ფიზიკურადაც და მენტალურადაც კარგად ვგრძნობდი.
მომდევნო შეხვედრას მოუთმენლად ველოდები.
ჰამბურგის ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპი გავიარე და ეს ძალიან დამეხმარა. ამ შეხვედრას ფიზიკურად მომზადებული შევხვდი.
უფრო წინ წასვლა? ამაზე არასდროს ვფიქრობ. კორტზე გავდივარ და ვცდილობ, კარგად ვითამაშო, გამოვიყენო ჩემი შანსები და ის ჩოგბურთი ვითამაშო, რომელიც მომწონს", - აღნიშნა ბასილაშვილმა.
აქვე გეტყვით, რომ 1/4-ფინალში ხვალ ბასილაშვილის მეტოქე ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა იქნება, რომელიც 27 წლისაა და მსოფლიოში მე-13 პოზიცია უკავია. ნიკოლოზი მას არასდროს შეხვედრია.
ზედიზედ მეორე სენსაცია - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე პაბლო კუევასის ბარიერიც დაძლია