ნიკოლოზ ბასილაშვილის კალენდარი - მაღალი დონის ტურნირები და რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურების შანსი

AutoSharing Option
საჩოგბურთო გრუნტის (ქვიშის) სეზონი მიმდინარე კვირაში დასრულდება და სპორტსმენები მთლიანი შემადგენლობით ამერიკაში გადაინაცვლებენ, სადაც ჰარდის ტურნირები ჩატარდება.

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო ნიკა ბასილაშვილის კალენდარია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოფიციალურად თავისი გეგმები არ გაუჟღერებია, შეგვიძლია ვარაუდით ვიმსჯელოთ.

პირველი, სადაც საქართველოს პირველ ჩოგანს უნდა ველოდოთ, ტორონტოში (კანადა) გასამართი მასტერსია, რომელსაც Rogers Cup-ი ეწოდება და ძირითადი ბადის შეხვედრები 6 აგვისტოს დაიწყება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 5,939,970 დოლარს შეადგენს. მასში მონაწილეობას მსოფლიოს ყველა წამყვანი ჩოგბურთელი ღებულობს.

ბასილაშვილი კარგი რეიტინგის გამო ძირითად ბადეში იქნება
დაშვებული, რაც რა თქმა უნდა, მისთვის ძალიან კარგია.

გასულ წელს ნიკა Rogers Cup-ის პირველივე წრეში დამარცხდა, ასე რომ, ერთი მატჩის მოგების შემთხვევაშიც კი რეიტინგში დაწინაურდება.

შემდეგ კი ცინცინატის მასტერსი მოდის, რომელიც 12-დან 19 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. აქ კი საპრიზო ფონდი უფრო გაზრდილია და 6,335,970 დოლარს შეადგენს.

საინტერესოა, რომ ნიკოლოზმა გასულ წელს ცინცინატის მასტერსზე კარგად იასპარეზა და 1/8-ფინალში გავიდა. ასე რომ, მას ორი მატჩის მოგება მაინც მართებს, რათა შარშანდელი ქულები შეინარჩუნოს.

წლის ბოლო დიდ სლემამდე, US Open-ამდე კი კიდევ ერთი, 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირი Winston-Salem Open-ი რჩება.

ნაკლებად სავარაუდოა, აქ ბასილაშვილი ჩავიდეს, რადგან აღნიშნული ტურნირი ამერიკის ღია პირველობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სრულდება და ჩოგბურთელები დასვენებას ვერ ასწრებენ.

აგვისტოს თვეს კი ჩვენებური სწორედ US Open-ზე დაასრულებს. წელს ამერიკის ღია პირველობა აბსოლუტურ რეკორდს მოხსნის. მისი საპრიზო ფონდი 25,282,400 დოლარს შეადგენს. მცირედი წარმატების შემთხვევაშიც კი სპორტსმენები საკმაოდ სოლიდურ თანხებს გამოიმუშავებენ.

ნიკას ამერიკის ღია პირველობაზე ქულები დასაცავი არ აქვს, რადგან გასულ წელს პირველივე წრეში ჯარედ დონალდსონთან დამარცხდა.

გამოდის, რომ ბასილაშვილი აგვისტოს თვეში 3 ტურნირს ითამაშებს, საიდანაც ორი მასტერსი, ერთი კი სულაც დიდი სლემი იქნება.

აქედან ორში ნიკას ქულები არ აქვს დასაცავი და წინ წასვლა შეუძლია, გამონაკლისი კი მხოლოდ ცინცინატის მასტერსია.

კარგი თამაშის შემთხვევაში ჩვენებურს შესანიშნავი შანსი ექნება, საუკეთესო 30 ჩოგბურთელს შორის შევიდეს. ჩვენ კი მას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებთ.

altნიკოლოზ ბასილაშვილი კიცბიუელის ტურნირზე ლასლო დიერესთან დამარცხდა

altქართული ისტორია! - ნიკოლოზ ბასილაშვილის გზა დიდ წარმატებამდე

altნიკოლოზ ბასილაშვილი: საუკეთესოდ არა, მაგრამ ჭკვიანურად ვითამაშე

მკითხველის კომენტარები / 7 /
მთავარია ტურნირების წინ თავისი ფიზიკური კონდიციების აღდგენა მოასწროს. წარმატებები!
მერაბი
10:41 03-08-2018
0
რა გააღმერთეთ ეს კაცი უიმლდონი თუ საფრანგეთის ღია ცემპიონატი მოიგო? საშუალო დონის ტურნირი მოიგო და ეგაა, ოდესმო ხომ უნდა მოიგოს ვინმემ?
მეტრეველი
09:20 03-08-2018
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული