ნიკოლოზ ბასილაშვილი: საუკეთესოდ არა, მაგრამ ჭკვიანურად ვითამაშე

AutoSharing Option
ჰამბურგში, გერმანიის ღია ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა შემდეგი განაცხადა.

"თანაბარი თამაში იყო, საუკეთესოდ არ მიასპარეზია. ჭკვიანურად ვითამაშე. გამარჯვების მცირე შანსი მქონდა და გამოვიყენე. ემოციების გაკონტროლება მოვახერხე. ბედნიერი და დაღლილი გახლავართ, დავისვენებ და ავსტრიული ტურნირისთვის მოვემზადები.

ორი თვეა ახალ მწვრთნელთან ერთად ვმუშაობ, რამდენიმე თამაში მაღალ დონეზე ჩავატარე. ტურნირის მოგება ადვილი არ იყო. თუმცა, ამით ჩემთვის არაფერი შეცვლილა, წარმატება უფრო თავდაჯერებულს გამხდის.

ჩემი გამარჯვება საქართველოში ჩოგბურთის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ბავშვები უფრო სერიოზულად მიუდგებიან საქმეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურნირის მომგები პირველი
ქართველი ვარ".

altდაუვიწყარი კადრები - ოვაციები და ლეგენდარული მიხაელ შტიხის მიერ გადაცემული თასი ნიკოლოზ ბასილაშვილს [VIDEO]

altგილოცავთ - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი მოიგო! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგრად გაგვიმართლა ნიკა და მადლობა ღმერთს მაგრამ ესეთი ცუდი ჩაწოდებები, ამდენი შეცდომაა?? მოკლედ მეტი აკურატულობაა!!!
halagaji
11:57 30-07-2018
3
სწორედ თავდაჯერება და სტაბილურობა აკლდა აქამდე ნიკას და თუ ამასაც გამოასწორებს,მაშინ 20-ეულიც არ უნდა გაუჭირდეს ძალიან.მწვრთნელმა კი ეტყობა გაამართლა.წარმატებები ნიკას.
სოსო
11:14 30-07-2018
0

სიახლეები პოპულარული