ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება - ეკატერინე გორგოძე გერმანული ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ჰეჩინგენის 60 000-დოლარიანი ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა.

მერვედფინალურ ეტაპზე მან გერმანელი ანა გაბრიჩი ორ სეტში - 6:2, 6:1 დაამარცხა.

1/4-ფინალში ჩვენებურის მეტოქე კიდევ ერთი გერმანელი და მსოფლიოს 311-ე ნომერი კატერინა ჰობგარსკი იქნება.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელი გამარჯვებით გორგოძეს ზედზიედ შვიდი მოგება დაუგროვდა.

ქართველისა და გერმანელის დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 16:00 საათზეა ჩანიშნული.

altეკატერინე გორგოძე გერმანიის ტურნირის 1/8-ფინალში გავიდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
მოიგო უკვე და ნახევარ-ფინალშია
დადუნა
22:27 10-08-2018
0
წარმატებები ეკას!
შოთა
10:35 10-08-2018
0

სიახლეები პოპულარული