US OPEN. საკვალიფიკაციო: ეკატირინე გორგოძე ეჟენი ბუშართან დამარცხდა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე, ამერიკის ღია პირველობას, საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალში გამოეთიშა.

ჩვენებურმა, კანადელ ეჟენი ბუშართან ვერაფერი გააწყო და ორ სეტში - 1:6, 2:6 დამარცხდა.

ეკატერინე გორგოძე ძალიან ცუდად აწვდიდა და მთლიანობაში, მან საკუთარი ჩაწოდება 5-ჯერ დაკარგა, საპირისპიროდ კი მხოლოდ ერთი ბრეიკი გააკეთა.

მან კვალიფიკაციის 1/2-ფინალში გასვლისთვის 10,900 დოლარი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩამდე ეკატერინეს ზედზიედ ორი ტურნირი ჰქონდა მოგებული. ის ამჟამად მსოფლიოს რეიტინგში 167-ე პოზიციას იკავებს, რაც მისი სარეკორდო მაჩვენებელია.

altდაკარგული ნიჭი და არაპროფესიონალიზმი - ვინ არის ეკატერინე გორგოძის ულამაზესი

მეტოქე ეჟენი ბუშარი

altUS OPEN. საკვალიფიკაციო: ეკატერინე გორგოძემ სასწაული თამაში შემოატრიალა [VIDEO]

altეკატერინე გორგოძე: ვინაიდან არ მყავს სპონსორი, ვერ ამყავს პირადი მწვრთნელი

მკითხველის კომენტარები / 2 /
სუსტია..
2
არა უშავს ეკა,სწორ გზაზე ხარ.ასე განაგრძე და მალე ბუშარსაც მოუგებ.მანდ კი მგონია, რომ უფრო მეტად,ფსიქოლოგიის ამბავიც იყო.
სოსო
10:21 24-08-2018
1

სიახლეები პოპულარული