14 000 ადგილის ტევადობის კორტზე მასპინძელთან - ბასილაშვილის მეორე შეხვედრის თარიღი და დრო ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაზე თავის მეორე შეხვედრას თბილისის დროით დღეს გვიან ღამით, 03:00 საათზე გამართავს.

როგორც იცით, ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერი, აშშ-ის წარმომადგენელი ჯეკ სოკი იქნება.

ჩოგბურთელებს შორის შეხვედრა Louis Armstrong Stadium-ზე გაიმართება, რომელიც Us Open-ზე სიდიდით მე-2, ხოლო მსოფლიოში მე-13 კორტია და 14 000 მაყურებელს იტევს.

გამარჯვების შემთხვევაში, ნიკოლოზი 93 000 დოლარსა და 75 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს.

მისი შესაძლო მეტოქე კი ან გვიდო პელა, ან პაულო ლორენცი იქნება.

altაგრესიული სტილი და ბადესთან

ბრწყინვალე თამაში - ვინ არის ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე Us Open-ზე
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა ვერ დათავლეთ ბასილაშვილის ფული?! ერთი სტატია მაინც დაწერეთ მარტო სპორტულ ჭრილში...
კობა
17:20 29-08-2018
2
უფალი იყოს ნიკოლოზ შენი შემწე, კვლავ გაგეხარებინოს შენი წარმატებებით ქარველი გულშემატკივარი.
გიზოგ
16:06 29-08-2018
1

სიახლეები პოპულარული