US OPEN: ნიკოლოზ ბასილაშვილი სრული სვლით - მეორე წრეში ჯეკ სოკი დაამარცხა!

AutoSharing Option
30 აგვისტოს ამერიკის ღია პირველობის მეორე შეხვედრაში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერს, 25 წლის ამერიკელ ჯეკ სოკს სძლია 4:6, 6:3, 6:2, 7:6.

ეს შეხვედრა Louis Armstrong Stadium-ზე გაიმართა, რომელიც Us Open-ზე სიდიდით მე-2, ხოლო მსოფლიოში მე-13 კორტია და 14 000 მაყურებელს იტევს.

ამ გამარჯვებით ნიკოლოზმა 93 ათასი დოლარი და 75 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

შემდეგ წრეში ბასილაშვილი არგენტინელ გვიდო პელას შეხვდება, რომელმაც იტალიელ პაულო ლორენცის სამ სეტში სძლია.

შეგახსენებთ, პირველ წრეში ნიკოლოზმა სლოვენიელ ალიაზ ბედენეს ანგარიშით 6:2,
4:6, 6:2, 2:6, 6:4 მოუგო.

altნიკოლოზ ბასილაშვილის კომენტარი ჯეკ სოკთან გამარჯვების შემდეგ

altნადალამდე ერთი ნაბიჯია - ვინ არის გუიდო პელა, რომელიც Us Open-ზე ბასილაშვილის შემდეგი მეტოქეა

altბასილაშვილის ულამაზეს სტილში მოპოვებული ქულა Us Open-ზე და მაყურებლის ოვაციები [VIDEO]

altვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი, რომელიც ცნობილ ჩოგბურთელებს ავარჯიშებდა

მკითხველის კომენტარები / 14 /
არიიიის!!! შენ გაიხარე ნიკოლოზ . შენ მართლა აღარ ხუმრობ . დარწმუნებული ვარ წინ კიდევ უფრო მაგარი თამაშები გველოდება . არ უშველა სოკს სახლში თამაშმა და გულშემატკივრობამ . თუმცა ძალიან ობიექტური მაყურებელი იყო , ისევე როგოც მსაჯი . რამის კი ჩამოხსენი კოშკურიდან :)) შეცდომებიც იყო , მაგრამ სად გაქრა სოკის აგრესიული თამაში და ბადის უპირატესობა . პირველ სეტში , ნერვიულობისა და გარემოსთან შეგუების გამო არ წაგივიდა მოწოდება , მაგრამ უკვე ჩანდა , რომ არც ისეთი დიდი უპირატესობა ჰქონდა . ტრავმის მერე რ არის ფორმაში ეტყობა . მაგრამ მეოთხეში ძალიან გვანერვიულე , თუმცა ტაიბრეიკზე ისეთი ფორჰენდი გაუტარე , ღირდა ნერვიულობად . მადლბა ნიკოლოზ , იმისთვი რასაც აკეთებ . საკუთარი ქვეყნის ღირსეული ელჩი . მომავალ თამაშამდე .
ATP 37 ??
06:40 30-08-2018
2
ბრავოოოო, ნიკოოოო!!! მთავარია საკუთარი თავის ირწმუნო, აწი გაჩერება აღარშეიძლება ))) მადლობა ამ მატჩისთვის, სიამოვნებით გიყურებდით და გგულშემატკივრობდით მთელი თამაში ))
Biannkoneri
06:36 30-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული