ცნობილია, როდის ითამაშებს ნიკა ბასილაშვილი მორიგ შეხვედრას Us Open-ზე

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაზე თავის მორიგ შეხვედრას დღეს გამართავს.

თბილისის დროით 20:30 საათზე, მე-17 კორტზე, ის არგენტინელ გუიდო პელას ეთამაშება.

ქართველი და სამხრეთამერიკელი აქამდე კარიერაში ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

წყვილში გამარჯვებული 266,000 დოლარსა და 180 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს.

ბასილაშვილი-პელას შორის უკეთესი კი ნადალისა და ხაჩანოვის მატჩში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

altნადალამდე ერთი ნაბიჯია - ვინ არის გუიდო პელა, რომელიც Us Open-ზე ბასილაშვილის შემდეგი მეტოქეა

მკითხველის კომენტარები / 24 /
ნიკა აბა შენ იცი!!! წყნარად, არ იღელვო და თვითონ იცი, რომ პელას დამარცხება შეგიძლია!!! ძალინ გვიხარია ყველა ქართველს, და განსაკუთრებით იმათ ვისაც ჩოგბურთი უყვარს , შენი წარმატება!!! მე პირადად ამჟამად კლინიკაში ვარ გერმანიაში და ერთ-ერთი რაც მახარებს შენი წარმატებაა!!!
დათო
11:11 31-08-2018
1
ნიკას გამარჯვებას, ხოლო დათოს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!!!
პაატა
12:51 31-08-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული