Us Open: ნიკოლოზ ბასილაშვილმა გვიდო პელა დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში 28 წლის არგენტინელი, მსოფლიო რეიტინგში 66-ე პოზიციაზე მყოფი გვიდო პელა დაამარცხა 6:3, 6:4, 1:6, 7:6.

ნიკოლოზი კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში.

აქამდე ქართველი ჩოგბურთელებიდან დიდი სლემის 1/8 ფინალში მხოლოდ ირაკლი ლაბაძე გავიდა, რომელიც 2006 წელს უიმბლდონის ტურნირზე რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 266 000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 31-ე პოზიციაზე გადავიდა, რაც მისი რეკორდია.

შეგახსენებთ, პელასთან შეხვედრამდე ბასილაშვილმა სლოვენიელი ალიაზ ბედენე და ამერიკელი
ჯეკ სოკი დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში რაფაელ ნადალს შეხვდება.

altUs Open: ნადალმა ხაჩანოვი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და მერვედფინალში ბასილაშვილს შეხვდება

altბასილაშვილის ულამაზეს სტილში მოპოვებული ქულა Us Open-ზე და მაყურებლის ოვაციები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 41 /
ბრავო!!!
Geo
01 სექტემბერი 2018 07:29
0
ნადალი თუ დაამარცხა მთელ საქართველოში ზეიმი იქნება. I LOVE NIKA
frate
01 სექტემბერი 2018 13:35
0
მადლობა ნიკა ამ დიდი სიხარულისთვის რაც შენ გააკეთე, ფსიქოლოგიურად თუ არ გატყდა წინ კიდევ წავა, მომწონს შენი ამ ბოლო ტურნირებში მობილიზება შენ თავსაც ხომ ამჩნევ რომ შეგიძლია. ნადალი ის ნადალი აღარაა რაც ადრე იყო ეისი ვეღარ გაუკეთებია, თან ამ ხაჩანოვმა ძალიან დაღალა და არაფერი არაა გამორიცხული, ბევრი პირველი ნომერი მინახავს დაჩოქილი ამ ტურნირზეც ავიღოთ ჰალეპი სახლში გაუშვეს პირველი ნომერი იყო, მიდი ნიკა შეუძლებელი არაფერია
ზიზუ
01 სექტემბერი 2018 13:20
0
როდისმე ხომ უნდა დასრულდეს ნადალის ერა? მოდი ნიკოლოზ დასასრულისკენ შენ წაიყვანე და დაამარცხე, გენაცვალეეეეეეეეეეე
roma
01 სექტემბერი 2018 12:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული