ბასილაშვილმა ტურნირზე არგენტინელი გვიდო პელა, სლოვენიელი ალიაზ ბედენე და ამერიკელი ჯეკ სოკი დაამარცხა და შესანიშნავ ფორმაშია. ის რეიტინგში 31-ე ადგილზე აღზევდა, რაც მისი რეკორდია. ახლა ყველა ქართველი გულშემატკივარი მომავალი მატჩის მოლოდინშია.
ნადალმა მძიმე ბრძოლაში, რომელიც 4 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა, სძლია კარენ ხაჩაროვს 5:7, 7:5, 7:6, 7:6. ესპანური პრესის ცნობით, რაფაელს მუხლი
"ცინცინატში არ მითამაშია. ასე რომ, მომავალი შეხვედრა შესაძლოა, ჩემთვის საკვანძო იყოს. რა თქმა უნდა, თუ ფიზიკური პრობლემები არ შემექმნა. იმედია, ასე არ მოხდება და სათამაშოდ სრულად მზად ვიქნები. არ მინდა, ჩემს მუხლზე რამე ვთქვა.", - განაცხადა ნადალმა.
მისმა მწვრთნელმა კარლოს მოიამ კი აღნიშნა, რომ მუხლი ოდნავ ასტკივდა, თუმცა სანერვიულო არაფერია და მხოლოდ ხანდახან აწუხებს.
ბასილაშვილი ნადალს აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდა - შარშან როლან გაროსის ტურნირზე სამ სეტში დამარცხდა. გამარჯვების შემთხვევაში ის კიდევ 209 ათას დოლარს გამოიმუშავებს და რაც მთავარია, რეიტინგშიც დაწინაურდება.