Us Open: ბასილაშვილი ნადალთან ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა - მისი პროგრესი აშკარაა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რაფაელ ნადალს დიდი ბრძოლა გაუმართა და სამწუხაროდ დამარცხდა 3:6, 3:6, 7:6, 6:4. შეხვედრა 3:18 საათი გაგრძელდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მაყურებელთა სიმპათიები დაიმსახურა, ის ხშირად მიდიოდა ვა-ბანკზე  და თავისი ოსტატური და მახვილგონივრული თამაშით არაერთხელ მოსწყვიტა პუბლიკას აპლოდისმენტები.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც შენი თანამემამულის ასპარეზობით ამაყი ხარ!

მიუხედავად მსოფლიოს რეიტინგის საუკეთესო ჩოგბურთელთან წაგებისა, ბასილაშვილის ამ ტურნირზე ასპარეზობა უდავოდ წარმატებული გახლდათ.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნიკოლოზმა წელიწადნახევრის წინ ნადალს მხოლოდ ერთადერთი გეიმი მოუგო - ასე რომ,
პროგრესი სახეზეა.

მან აქამდე არგენტინელი გვიდო პელა, სლოვენიელი ალიაზ ბედენე და ამერიკელი ჯეკ სოკი დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში.

აქამდე ქართველი ჩოგბურთელებიდან დიდი სლემის 1/8 ფინალში მხოლოდ ირაკლი ლაბაძე გავიდა, რომელიც 2006 წელს უიმბლდონის ტურნირზე რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

ბასილაშვილმა 266 000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 31-ე პოზიციაზე გადავიდა, რაც მისი რეკორდია.

altრაფაელ ნადალი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ფანტასტიკური იყო

altUs Open: ნიკოლოზ ბასილაშვილმა გვიდო პელა დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 45 /
გენაცვალე ბასილ ვუყურებდი ამ მართლაც დაუვიწყარ თამაშს გიყურებდი და ვამაყობდი რომ ქართველი ვარ და შესანიშნავ ჩოგბურთელს ვგულშEმატკივრიბ შენი სახით ახლა რაღას იტყვით საინტერესოა ზოგიერთი რომ არის აქ უაზრო პესიმისტი და რომ წერდით ჰამბურგის მოგების მერე ერთი გაუვარდა ყარაულის თოფივიტო გაუვარდა და მერე როგორ მისი ნასროლი ბევრს მოხვდება მომავალში
fani
23:56 02-09-2018
2
მადლობა ნიკოლოზ!!!
შალვა 73
23:52 02-09-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული