20 სექტემბერს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა (31) მეცის საერთაშორისო ტურნირზე ერთეულთა თანრიგში ფრანგ უგო უმბერს (108) სამ სეტში 6:7, 7:6, 6:3 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.
მატჩი ძალიან დაძაბული იყო და 2:12 საათი გაგრძელდა. ამ გამარჯვებით მან 45 სარეიტინგო ქულა მიიღო.
21 სექტემბერს მეოთხედფინალში ნიკოლოზი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ იაპონელ კეი ნიშიკორის (12) დაუპირისპირდება. ის ნიშიკორის აქამდე არ შეხვედრია.
ბასილაშვილმა პირველ წრეში ფრანგი კენი დე შეპერი (186) დაამარცხა 6:2, 7:6 (7:0).
მეცის ტურნირის საპრიზო ფონდი 561 345 ევროა.
01:35 21-09-2018
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირის მერვედფინალში უგო უმბერს სძლია
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 14 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კარგი თამაში იყო, ორივე ჩოგბურთელის მხრიდან.(სიამოვნებით ვნახავ მიმოხილვას) რასაც ემატობოდა მოწინააღმდეგის მხარდაჭერა დარბაზიდან - თუმცა ძალიან უნდოდათ მაინც ვერ უშველა )) ნიკო ეისებში მომეწონა, აშკარად მომატებული აქ. წარმატებები ნიშიკორისთან! მშვენიერი თამაში იქნება.. აბა შენ იცი ნიკო!
33
0
როცა ნიკოლოზ ბასილაშვილის შანსებზე მსჯელობთ-მუდამ უნდა გახსოვდეთ:N1 ჩოგნებს პირველი ასეულისმიღმა მყოფებთან ბევრჯერ წაუგიათ და კვლავაც წააგებენ.აბა გაიხსენეთ-წლევანდელ ამერიკის ღია დიდ სლემზე ვინ გამოთიშა როჯერ ფედერერი?! ნიკა ჯიქურ მიიწევს წინ თამაშის ხარისხითაც და რეიტინგითაც.რატომ ჩათვალეთ ნისიკორი ნიკასთვის დაუმარცხებლად-არ მესმის.ისე მოუგებს-მზე მაღლა იქნება.მთავარია ყოველმხრივ მომზადებული შეხვდეს.მე მტკიცედ მჯერა,რომ მ ო უ გ ე ბ ს.
21
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული