2 შეხვედრა და 2 მარცხი - ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის დღევანდელი მეტოქე კაილ ედმუნდი?

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ნახევარფინალშია და მეტოქედ ბრიტანელი კაილ ედმუნდი ერგო, რომელიც მსოფლიოს მე-16 ჩოგანია.

შეხვედრა დღეს, 6 ოქტომბერს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ვინ არის კაილ ედმუნდი?
23 წლის ბრიტანელი ერთ-ერთი პერსპექტიული ჩოგბურთელია. ის 1995 წელს სამხრეთ აფრიკაში იოჰანესბურგში დაიბადა. მამა უელსელი იყო, რომელიც ჯერ ზიმბაბვეში და შემდეგ სამხრეთ აფრიკაში მუშაობდა. ხოლო დედა სამხრეთაფრიკელი.

ოჯახმა ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ კაილი კრიკეტსა და ცურვაზე შეიყვანეს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას ჩოგბურთი უფრო იტაცებდა და გამოსდიოდა კიდეც.

საბოლოოდ ამ ნაბიჯმა
გაამართლა და ის საუკეთესო 20 ჩოგბურთელს შორის შევიდა, მარტის შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის პირველი ნომერია.

კაილი არის ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალისტი, ამ ტურნირის დაარსებიდან მხოლოდ ექვს ბრიტანელს უასპარეზია ნახევარფინალში. წყვილებში კაილმა ჭაბუკობის დროს ორი გრანდ სლემი მოიგო, 2012 წელს ამერიკის ღია პირველობა და 2013 წელს საფრანგეთის ღია პირველობა. ამავდროულად ის გახდა ახალგაზრდული დევისის თასის გათამაშების გამარჯვებული ბრიტანეთის ნაკრებთან ერთად.

ამავდროულად მას დევისის თასი უფროსებშიც აქვს მოგებული, ის ბრიტანეთის ნაკრების წევრი იყო 2015 წელს, როდესაც მათ ოქროს მედლების მოპოვება შეძლეს.

მისთვის 2018 წელი განსაკუთრებულად წარმატებულია, ავსტრალიის ღია პირველობაზე მან ნახევარფინალამდე შემდეგი სპორტსმენები გამოთიშა: კევინ ანდერსონი, დენის ისტომინი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ანდრეას სეპპი, გრიგორ დიმიტროვი. ნახევარფინალში კი ედმუნდი ხორვატ მარინ ჩილიჩთან დამარცხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კაილ ედმუნდი სულ ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ ეს გრანდ სლემზე მოხდა:

2016 წელს როლან გაროსის ტურნირზე ნიკა მასთან 4 სეტში დამარცხდა: 6:7, 7:6 , 5:7, 1:6. ხოლო ერთიც, როგორც წეღან ვახსენეთ ავსტალიის ღია პირველობაზე ქართველმა მასთან დაპირისპირება ხუთ სეტში დათმო: 6:7, 6:3, 6:4, 0:6, 5:7. 

კაილ ედმუნდმა ერთ-ერთ ინტერვიუში ბასილაშვილი ძალიან კარგად დაახასიათა: "ის ძალიან აგრესიული ჩოგბურთელია. ბასილაშვილი ყოველთვის ცდილობს, შეგიტიოს. ამის გამო ზოგჯერ შეცდომებსაც უშვებს. მას შეუძლია დააგროვოს ბევრი "ვინერსი" და შეგიქმნას პრობლემები".

altკაილ ედმუნდი, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა, 1/2-ფინალში ითამაშებს

altკაილ ედმუნდი ნიკოლოზ ბასილაშვილზე: ის ძალიან აგრესიული მოთამაშეა

altნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
მოვიგეთ!!!
გიორგი
06 ოქტომბერი 2018 19:05
0
მოიგოოოოოოო!!!!! ვაშაააააა!!!!!!
დათო
06 ოქტომბერი 2018 19:00
0
მოიგოოოო პირველი სეტი , ტაიბრეიკზე 8:6!!!!!! მიდი ნიკა, ოქრო ხარ!!!!!!
დათო
06 ოქტომბერი 2018 18:23
0
მთავარია ბოლომდე იბრზოლო ბასილ, არაფერი დაუთმო
geo
06 ოქტომბერი 2018 14:38
0
ფონინიმ უარი თქვა თამაშზე დელ პოტროსთან, სავარაუდოდ ტრავმის გამო და დელ პოტრო უთამაშებლად და დასვნებული გავიდა ფინალში!!!
დათო
06 ოქტომბერი 2018 12:53
0
ხოდა ჩემო მეგობარო , მაგ დასვენებულ დელ პოტროს რასაც უზავს ჩვენი ნიკოლოზი ვნახავთ . :) აქამდე ვნერვიულობდი ხოლმე , დღეის იქით , აღარ ვინერვიულებ , რადგან ნიკამ ყველა დაგვარწმუნა რომ მისი დანაპირები ოცეულის შესახებ გადაჭარბებული ამბიცია კი არა , სწორად დაგეგმილი სავარჯიშო პროცესისა და თვითდაჯერების დამსახურებაა . უბრალოდ გული იმაზე მწყდება , რომ ნორმალური მწვრთნელისა და ფინანსების არარსებობის გადო , 3-4 წელი დაკარგა , თუმცა არაუშავს , მთავარია ჯიქურ მიიწევს საკუთარი ადგილისაკენ რეიტინგში .
ATP 20?
06 ოქტომბერი 2018 19:08
0
Linki dadet
გიო
06 ოქტომბერი 2018 17:23
0
მთავარია ნიკას კომპლექსი არ გაუჩნდეს ედმუნდის. ედმუნდი კარგი მოთამაშეა მაგრამ გადაულახავი ნამდვილად არ არის, მითუმეტეს ნიკა მაგარ ფორმაშია ეხლა, ნიკამ უნდა ირწმუნოს რომ შეუძლია ედმუნდის დამარცხება და მოუგებს კიდეც.მოუთმენლად ველოდებით ხუთ საათს რომ გავიხაროთ ნიკას წარმატებით
ზიზუ
06 ოქტომბერი 2018 12:44
1
ფონალი..ბასილა-დელ პოტრო--7-6...6-4
treneri
06 ოქტომბერი 2018 12:42
2
გამოდი ვანგა, გიცანით :))
გულშემატკივარი
06 ოქტომბერი 2018 19:02
0
გუშინ ვუყურე ედმუნდ -ლაიოვიჩის შეხვედრას!!! მეორე სეტში დიდი შანსი იყო, რომ წაეგო, ძლივს ტაიბრეიკზე მოიგო!!! კორტზე ორი საშუალო დონის მოთამაშე იდგა!!! ერთი რაც აქვს ბოლომდე იბრძვის!!! ნიკას ახლა ჭკვიანი გუნდი ყავს და შეიმუშავებენ სწორ ტაქტიკას!!! წარმატებას ვუსურვებ ნიკას და ყველა მის გულშემატკივარს!!!
დათო
06 ოქტომბერი 2018 12:10
1
ახლა ნიკა შეუდარებლად უკეთეს ფორმაშია და თუ მაშინ 5 სეტი ეთამაშა,ახლა ნამდვილად შეუძლია გამარჯვება.მე მგონია,აუცილებლად გაიმარჯვებს.წარმატებები ნიკას.
სოსო
06 ოქტომბერი 2018 11:31
1
მესამე და სამართალი! ეხლა უკვე ნიკოლოზის ჯერია.
!!!!!
06 ოქტომბერი 2018 11:18
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული