სენსაცია! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ფინალში მე-4 ნომერ ხუან დელ პოტროს დაუპირისპირდა, ორ სეტში 6:4;6:4 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა მთელი დაპირისპირების განმავლობაში უპირატესობას ქართველი ჩოგბურთელი ფლობდა და მიზანსაც მიაღწია. ფინალი 1:41 წუთი გაგრძელდა.

ნიკამ ამ სეზონში მეორეჯერ მოიგო ATP ტურნირი, მან 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 733 320 დოლარი ერგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიკა 11 პოზიციით წაიწევს რეიტინგში და 23-ე ჩოგანი გახდება.

ნიკოლოზმა ფინალამდე ჯეკ სოკს, ფერნანდო ვერდასკოს, მალეკ ჯაზირს და
კაილ ედმუნდს სძლია.

ტურნირის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარი იყო.

altბასილაშვილი VS დელ პოტრო - დღეს დიდი ფინალია!




მკითხველის კომენტარები / 68 /
ანადგურებს ნიკა სუყველას! ესეთ ფორმაში მყოფი რომ ნადალს შეხვდეს, 1 უნდა ავიღო ბილეთში და 2 სეტში.
1234
07 ოქტომბერი 2018 18:14
2
ჩინეთის ჩემპიონი ქართველია! მადლობა უფალს, მადლობა ნიკოლოზს! მინდა დავიჯერო ქართველის ეს გამარჯვება შორეულ ჩინეთში გახდება ჩვენი საყვარელი სამშობლოს აღმავლობის დასაწყისი!
aburjga
07 ოქტომბერი 2018 18:05
1
ვულოცავ ნიკას ძალიან მაგარია.დამსახირებულად მოიგო და თან რაც მთავარია ბრეიკიც ვერ გაუკეთა დელ პოტრომ.ნიკას დამსახურებით რა თქმა უნდა.მაგრად ითამაშა.კიდე ერთხელ ვულიცავ ყველას.მიდი ნიკოლოზ!!!მალე პირველი ჩოგნობა!!!
რობი
07 ოქტომბერი 2018 18:05
1
ნიკოლოზ ღმერთმა დალოცვილი გამყოფოს, ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვე.
ეს ორი და სხვა მრავალი
ირაკლიუსი
07 ოქტომბერი 2018 17:59
2
როგორ მეამაყება ქართველი რომ ვარ. ნიკას მოგება უკვე აღარაა სენსაცია დიდი პატივსცემისა დელპოტროსი ყველაფერში დაჩაგრა ეისების გარდა, დელპოტრო როგორც კარგი მოთამაშე ისე კარგი ადამიანია. ყველას გილოცათ ნიკას მოგებას, მადლობა ნიკა ამ სიხარულისთვის და თბილისობის მოლოცისთვის. ძალიან მალე იქნება წლის საუკეთესოს დაჯილდოვება და დიდი სირცხვილი იქნება თუ ნიკას არ დაასახელებენ საუკეთესოდ, მიუხედავად დიდი პატივისცემისა ვინც წელს წარმატებას მიაღწია თუშიშვილი იქნება ეს თუ ტალახაძე. ეს ბიჭებიც იმსახურებენ საუკეთესოებას მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით ნიკა საუკეთესოა
ზიზუ
07 ოქტომბერი 2018 17:58
1
ნამდვილად ნიკას ეკუთვნის წლის საუკეთესო სპორტსმენის პრიზი!
დდდ
07 ოქტომბერი 2018 18:55
1
ვულოცავ ნიკას და ყველა ქართველს! როგორ გვჭირდება ასეთი სიხარულები!
ლეო
07 ოქტომბერი 2018 18:31
1
გვეამაყები ნოკოლოზ
თიკა
07 ოქტომბერი 2018 17:57
1
შენ გენაცვალე ნიკოლოზ!!! შენ გაიხარე ისე, როგორც გაგვახერე დღეს!!! მუდამ გამარჯვებული გამყოფოს უფალმა საქართველოს სასახელოდ და სადიდებლად!!! მადლობა!!!
შალვა 73
07 ოქტომბერი 2018 17:57
2
Ra sensacia?! Bichi sicxiani amavdroulad delpotro dasvenebuli naxevar finali ar utamashia ise gavida finalshi da eg aris sensacia dasvenebul delpotros ushansod mougo bravo yochag genacvale jigarshi gilocav da tvelafers sauketesos gisurveb dzmao ♡+♡=♡
Emigranti
07 ოქტომბერი 2018 17:56
1
ნიკამ უდიდესი საქმე გააკეთა ამ გამარჯვებით რომელსაც მომავალში უფრო დიდი ფასი დაედება.
qutaiseli
07 ოქტომბერი 2018 17:56
1
ვეთანხმები მეგობრებს- ემიგრანტს და ლევანს. სენსაცია აღარაა ნიკასგან დელ პოტროს დამარცხება. მიუხედავად ესპანელისადმი დიდი პატივისცემისა. მოუგო ნაღდში ძმაო!!!
პავლე
07 ოქტომბერი 2018 17:47
1
დელ პოტრო გუშინ საღამოს არგენტინელი იყო.როდის შეიცვალა მოქალაქეობა-არ ვიცი.
გიორგი ჯანიკაშვილი
07 ოქტომბერი 2018 22:32
0
დელ პოტრო ესპანელი არაა, ახალი ზელანდიიდან გახლავსთ ))))
burnuta
07 ოქტომბერი 2018 18:22
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული