ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის ტურნირის ფარგლებში 1/32-ფინალური შეხვედრა გამართა.

ბასილაშვილი (23) კანადის წარმომადგენელ დენის შაპოვალოვს (29) შეხვდა და ორ სეტში ანგარიშით 6:2, 6:2 მოიგო.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და 46 745 დოლარი გამოიმუშავა.

ნიკოლოზის მომდევნო მეტოქე გერმანიის წარმომადგენელი ალქესანდ ზვერევი იქნება, რომელიც რეიტინგში მე-5 ადგილზეა. შეხვედრა 10 ოქტომბერს, ჩვენი დროით 08:00 საათზე გაიმართება.

altFirstpost: ნიკოლოზ ბასილაშვილი შესანიშნავ ასპარეზობას აგრძელებს

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა შანხაის ტურნირის წყვილთა თანრიგში გამოსვლაზე უარი თქვა.

აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის ბასილაშვილმა

ჩინეთის ღია პირველობა მოიგო.

altბასილაშვილმა შანხაიში წყვილთა თანრიგში არ ითამაშა

altბასილაშვილმა ATP-ის რეიტინგში ისტორიულ ნიშნულს მიაღწია! - ნიკოლოზის პირველი კომენტარი მოგების შემდეგ [VIDEO]

altსენსაცია! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
ნიკა, შენს ქართველობას და შენს კაცობას გაუმარჯოს!!!
პავლე
15:08 09-10-2018
1
დიდი ხანია მინდოდა ამ თემაზე პოსტის დაწერა , მაგრამ ველოდებოდი ნიკას ათამაშებას , რომ ფაქტებით გამემყარებინა ეს ყველაფერი . აგიხსნით რაზე მაქვს საუარი : თუ ეს შეთქმულება არ არის ტურნირის ორგანიზატორების მიერ , მაშინ ამიხსენით ვინმემ , რა მიღწევითა და ლოგიკით არის შაპოვალოვი 29 ჩოგანი ? ყველა , ამ ბოლო დროს ნიკამ ვისაც მოუგო , ჰამბურგიდან დაწყებული , ერთეული გმონაკლისების გარდა , შეიძლება ითქვას , რომ თამაშის სადავეები ხელიდან არ გაქცვია . ხოდა მივედი მთავარ სათქმელთან : ველური ბარათი , საშუალება ჩოგბურთელისათვის განვითარებისა თუ ცრუ რეიტინგების იდეალური საშუალება ? თუ პირველია , მაშინ ყველას თანაბარი რაოდენობით უნდა ეძლეოდეს , თუ არადა გამოდის , მთავარია რომელი ფედერაცია დგას შენს უკან . ზუსტად ამიტომ არის აუცილებელი , რომ ქვეყანას შედარებით რეიტინგული ტურნირი მაინც ჰქონდეს , რომ ჩოგბურთის დიდ ოჯახში , რაიმე სტატუსით ვსარგებლობდეთ , რადგან ლობი ყველა სპორცმენს სჭირდება . წარმატებები ნიკოლოზ , რეალურად , ძალიან წარმმადგენლობითი ტურნირია , მაგრამ შენთვის გვარებს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს მჯერა .
ATP 15 ?
13:04 09-10-2018
3

სიახლეები პოპულარული