ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსზე კევინ ანდერსონთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
31 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსის 1/16 ფინალში მსოფლიოს მე-6 ჩოგანთან, სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან სამ სეტში ანგარიშით 3:6, 7:6, 6:7 დამარცხდა.

შეგახსენებთ, ნიკოლოზი 22 ოქტომბერს ვენის ტურნირზე ანდერსონთან დამარცხდა და სამწუხაროდ რევანშის აღება ვერ შეძლო.

წინა ეტაპზე ბასილაშვილმა ავსტრალიელ ჯოლ მილმენს (35) სძლია, წყვილთა თანრიგში კი ჰოლანდიელ ვესლი კულჰოფთან ერთად ჯონ ისნერის და ნეალ სკუპსის წყვილთან ორ სეტში ანგარიშით 3:6, 2:6 დამარცხდა.

ამ ტურნირზე მან 45 ქულა დააგროვა და რეიტინგში 21-ე ადგილზეა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 4 273 775 მლნ ევროა
და ბასილაშვილმა 33 445 ევრო გამოიმუშავა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
მხოლოლ 2 ბურთი დააკლდა მოგებამდე. ძალიან ენერგიული ბიჭია. გათამაშებებში ზედმეტად აგრესიულად ეთამაშებოდა და არ აცდიდა, რომ ანდერსონს თავად დაეშვა შეცდომა. ანდერსონი რამდენაც მოწოდებებზე უძლიერესია, იმდენად გათამაშებაში უსუსტესია ნიკოლოზთან შედარებით.
yochag nikoloz
23:11 31-10-2018
1
გულდასაწყვეტია ძალიან, მაგრამ ასეთ პაექრობებში ხდება საკუთარი თავის რწმენის და თვითდაჯერებულობის გაზრდა!!! ანდერსონი მეექვსე ჩოგანია და სტაბილურად არის ათეულში!!! ძალიან ძნელია , როდესაც ჩოგბურთელი 25 ( ვენა) და 18 ეისს(პარიზი) აკეთებს, რომ მოუგო!!! ანდერსონი, ისევე, როგორც იზნერი, კარლოვიჩი ორიენტირებულები არიან ეისებზე და მათთან თამაში უაღრესად ძნელია, პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით!!! დღეს ნიკამ ღირსეულად ითამაშა ტოპ ათეულის მეექვსე ჩოგანთან და ცოტათი არ გაუმართლა!!! წელს ნიკამ ძალიან დიდი გარღვევა გააკეთა, მოიგო ორი ტურნირი და რეიტინგში 22-ეა!!! ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს!!!
დათო
10:35 01-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული