ნოვაკ ჯოკოვიჩი რუს კარენ ხაჩანოვთან ორ სეტში ანგარიშით 5:7, 4:6 დამარცხდა და ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.
სერბმა ჩოგბურთელმა მატჩში მხოლოდ ერთი ბრეიკი შეასრულა, პირველ სეტში, რუსმა კი ორი ბრეიკი შეასრულა და მატჩი ორ სეტში დამაჯერებლად მოიგო.
ეს კარენ ხაჩანოვისთვის პირველი მოგებული მასტერსია. მიუხედავად მარცხისა, ნოვაკ ჯოკოვიჩი 8045 ქულით მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე გადავიდა.
აღნიშნულ ტურნირზე ასპარეზობდა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მეთექვსმეტედფინალში კევინ ანდერსონთან დამარცხდა.
კარიერის რეკორდი - ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 21-ე ჩოგანია
ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსზე კევინ ანდერსონთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა