როჯერ ფედერერმა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი წაგებით დაიწყო

AutoSharing Option
პირველი მატჩები გაიმართა ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე. ჰიუიტის ჯგუფში პირველი ტური იყო და ჩემპიონატი წაგებით დაიწყო შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა. მსოფლიოს მესამე ჩოგანმა 88 წუთში ორ სეტში წააგო იაპონელ კეი ნიშიკორისთან - 6:7(4), 3:6.

პირველ სეტში ვერც ერთი ჩოგბურთელი ვერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე, ტაი-ბრეიკზე კი იაპონელი 4:1 დაწინაურდა და უპირატესობა უპრობლემოდ შეინარჩუნა.
ფედერერმა მეორე სეტის მოგების შანსი მიიღო, როცა პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა, მაგრამ ნიშიკორიმ მომდევნო გეიმში დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, მეექვსე გეიმში კი გადამწყვეტი ბრეიკი აიღო და საქმე მოგებამდე მიიყვანა.

ეს იყო
ნიშიკორის პირველი მოგება ფედერერთან 2014 წლის მარტის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ იაპონელი წლის შემაჯამებელ ტურნირზე ხუან მარტინ დელ პოტროს ტრავმის შემდეგ მოხვდა.

დღის მეორე მატჩში სამხრეთაფრიკელმა კევინ ანდერსონმა ასევე ორ სეტში მოუგო ავსტრიელ დომინიკ ტიმს - 6:3, 7:6(10).

altკარიერის რეკორდი - ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 21-ე ჩოგანია

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბასილაშვილი რატომ არ თამაშობს? აქაც მაფიაა რაგბივით?
მრავალჟამიერი ქართველი
14:56 13-11-2018
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული