ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს TOP-20 ჩოგბურთელში შევიდა

AutoSharing Option
ბრისბენში მიმდინარე საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირის მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის 21-ე ჩოგანი ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი მე-9 ნომერ იაპონელ კეი ნიშიკორისთან დამარცხდა და TOP-20-ის მიღმა დარჩა.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 20-ეულში შევიდა, რადგან სწორედ ბულგარელი სპორტსმენი იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველი ჩოგბურთელის გადასწრება შეეძლო.

დღეს, 3 იანვარს, 18 საათზე, დოჰას საერთაშორისო ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.

altბასილაშვილმა რუბლევს ადვილად მოუგო და 1/4 ფინალში ჯოკოვიჩს შეხვდება

მკითხველის კომენტარები / 16 /
ეს რა ბიჭი გვყავს! ვუსურვებ გამარჯვებებს!
ნატალია
13:59 04-01-2019
0
მაგარი თამაში იყო.ესნი ფინალში უნდა შეზვედრილიყვნენ.აშკარაა წინსვლას.ნოკოლოზი მხოლოდ თავისი შეცდომების და გამო დამარცხდა და არა იმიტო რო ამ მატჩში ჯოვანი უფრო ძლიერი იყო.ტოლსწორედ ეთამაშა და რიგ ეპიზოდებში ჯობდა კიდეც.რა მოჭრებს აკეთებდა მაგრამ ისევ და ისევ თავისი ორმაგი შეცდომები და ხოდა დამაგვირგვინებელ ფაზაში აღელვება.ყუ ასე და უკეთ გააგრძელებს დიდი წარმატებები ელის.დღევანდელი თამაშით მე კმაყოფილი და ამაყი ვარ.მეტი შეეძლო
ვატო
20:55 03-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული