2 იანვარს, ATP-ის მიმდინარე რეიტინგში მე-20 ადგილზე მყოფმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მეორე წრეში რუსი ანდრეი რუბლევი (68) 6:3, 6:4 დამარცხა.
ბასილაშვილმა ამ გამარჯვებას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე 1 საათში მიაღწია და 4 იანვარს 1/4 ფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება, რომელმაც უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს 3 სეტში სძლია (4:6, 6:4, 6:1).
ის ჯოკოვიჩს ერთხელ შეხვდა - 2018 წლის რომის მასტერსის მეთექვსმეტედფინალი 4:6, 2:6 წააგო.
ნიკოლოზმა პირველ წრეში ესპანელი ალბერტ რამოსი (65) 6:1, 1:6, 6:1 დაამარცხა.
ნიკოლოზმა პირველ წრეში ესპანელი ალბერტ რამოსი (65) 6:1, 1:6, 6:1 დაამარცხა.
ტურნირის საპრიზო ფონდი 1
313 215 დოლარია.