ბასილაშვილი ჯოკოვიჩთან დაძაბულ მატჩში დამარცხდა

AutoSharing Option
3 იანვარს, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის 1/4 ფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანთან  სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან 6:4, 3:6, 4:6 დამარცხდა.

ბასილაშვილმა მრისხანე მეტოქეს ბრძოლა გაუმართა და მას ქართველის დასამარცხებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდა - შეხვედრა 1 საათი და 59 წუთი გაგრძელდა.

ნიკოლოზმა ამ მატჩამდე ესპანელ ალბერტ რამოსს და რუს ანდრეი რუბლევს სძლია.

ტურნირის საპრიზო თანხა 1.3 მილიონი დოლარია, ბასილაშვილმა კი 36 ათასი გამოიმუშავა.

მან 145 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და ტოპ-20 ჩოგბურთელში შევიდა. ეს მისი რეკორდია.

ჯოკოვიჩი ნახევარფინალში ესპანელ ბაუტისტა აგუტის შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
მთავარია ტოპ ჩოგბურთელებს თანასწორად ეთამაშება.ე.ი. მათ დამარცხებასაც შეძლებს. ერთი წლის წინ მახსოვს უბრძოლველად აგებდა.მთავარია, თავდადებული ვარჯიში.
მაგარი კაცი ხარ
04 იანვარი 2019 13:39
0
უმაგრესი სპორცმენია, ეს უნდა გამხდარიყო წლის სპორცმენი
სუპერ
04 იანვარი 2019 10:56
1
ყოჩაღ ნიკო შენ ნამდვილი ქართველი ხარ და მე მეამაყება რომ ქართველი ვარ, მთელი გულით გგულშემატკივრობ, დარწმუნებული ვარ შეეძლო ჯოკოვიჩის დამარცხება, ვინც თამაშს უყურა მიხვდებოდა რომ ძალიან ჭკვიანურად და აგრესიულად თამაშობდა ნიკო, ბოლოს გამოცდილების ხარჯზე დაამარცხა ჯოკოვიჩმა თორემ ნიკო რომ თამაშით არაფრით ჩამორჩებოდა ერთ-ერთ სეტში ჯოკოვიჩმაც აღნიშნა და ემოციაც არ დაუმალია, წარმატებები ნიკო. ღმერთი შენსკენ
roma
04 იანვარი 2019 10:48
0
ნიკა არაუშავს, შემდეგში წარმატებებს გისურვებთ.
გიზოგ
04 იანვარი 2019 09:50
0
ვუყურე თამაშს ძაან მაღალ დონეზე ჩაატარა ნიკამ , არ გაუმართლა თან ჯოკო გამოცდილი და ძლიერი ჩოგანია დიდი წარმატებები წინ გაქვს ნიკა აბა შენ იცი
გიო
04 იანვარი 2019 03:09
0
ნიკა მეამაყება,რომ ქართველი ვარ.მადლობა ამისთვის შენ!
მრავალი წარმატების მომტანი ყოფილიყოს შენთვის და ქართული სპორტისთვის 2019.
სიამაყე
04 იანვარი 2019 00:29
0
ჯოკოვ ჯენტლმენია, აღიარა მაგარი მოწინააღმდეგე იყოო
Irakli Apkhaidze
04 იანვარი 2019 00:21
0
ღირსეული ქართველი!!! ნამდვილი პროფესიონალი სპორტსმენი!!! ასეთი გამწარებული ჯოკოვიჩი, მესამე სეტის დასაწყისში რომ იყო, მე არ მახსოვს!!! ისტორიული პირველი სეტი!!! ძალიან სწორი ტაქტიკა!!! აგრესიული და ლამაზი ჩოგბურთი!!! ამ თამაშის შემდეგ რწმენა, რომ ათეულის მოთამაშეების დამარცხება შეიძლება, გაიზარდა!!! მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის!!! ბრავო!!! წარმატებებს ვუსურვებ!!!
დათო
04 იანვარი 2019 00:03
0
გამოცდილებით აჯობა , ჩემი აზრით... / რაღაც მომენტში მეგონა რო შეეძლო კიდეც ნიკოლოზს დამარცხებაც, ასეა თუ ისე პროგრესის გზაზე რო დგას , მგონი ამას ყველა ვამჩნევთ... იმედია შრომას გააგრძელებს და დიდი წარმატებაც მალე მოვა, შეუძლებელი ნამდვილად არაფერია , თუ კი შეძლო სერბმა , რატო ვერ შეძლებს ქართველი ?! ყველა სფეროში გვყავს ჩემპიონები და გამორჩეული ადამიანები და ჩოგბურთში რატო არ უნდა იყოს თუნდაც ერთი ქართველი, რომელიც იქნება უმაღლეს დონეზე?! წარმატებები ნიკოლოზს!!!!
Vasili
03 იანვარი 2019 23:54
0
ეს ის შეხვედრა იყო სადაც ტველაფერი შეიძლება მომხდარიყოო . ფაქტია რომ ნიკოლს ყცელას დამარცხება შეუძლია . და რამდენიმე ტურნირის შემდეგ ნომერ პირველ ჩოგბურთსაც თუ მოუგებს ეგეც არ უნდა გაგვიკვირდეს ;)

მალე ათეულშიც შევალთ
პაატა
03 იანვარი 2019 22:44
0
დარწმუნებული ვარ
სოსო
04 იანვარი 2019 11:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული