გორგოძის პირველი მეტოქე 33 წლის ჩეხი ლუსი ჰრადეცკა (532) იქნება.
თუმცა იყო დრო, როცა ლუსი 41-ე პოზიციას იკავებდა WTA-ს რეიტინგში, ეს კი კონკრეტულად 2011 წელს მოხდა. WTA-ს საიტის ინფორმაციით, ჩეხმა ჩოგბურთელმა მთელი კარიერის განმავლობაში 5 მლნ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
რაც შეეხება გორგოძეს, მას კარიერის განმავლობაში 200 ათასი დოლარი აქვს გამომუშავებული. ჩეხი ჩოგბურთელის დამარცხების შემთხვევაში გორგოძე ბადეში 26-ე ნომრად განთესილ ასევე ჩეხ ტერეზა შმიტკოვასა და
შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს მელბურნში წლის პირველი "დიდი სლემის" ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყება, რომლის ძირითად ბადეში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ წყვილთა თანრიგში კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ითამაშებს.
"ეს გოგო ძალიან ბევრს შრომობს!" - ეკა გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობაზე იასპარეზებს