დაპირისპირება საკმაოდ რთული გამოდგა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა შეხვედრაში გარდატეხა მეხუთე სეტში მოახდინა, როდესაც 4:3-ზე ბრეიკი შეასრულა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.
ქართველმა სპორტსმენმა ამ მოგებით წინა წლის შედეგი დააფიქსირა (90 ქულა) და 105 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ამ ეტაპზე ნიკა მსოფლიოს მე-18 ჩოგანია.
18 იანვარს ქართველ სპორტსმენს არანაკლებ დაძაბული შეხვედრა ელოდება. მისი მეტოქე მსოფლიოს მე-15 ნომერი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება. ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს არასდროს შეხვედრია და კარიერაში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის პირველი მატჩი მოიგო [VIDEO]