AO: სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სტეფანოს ციციპასთან ვერაფერი გააწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-15 ჩოგან სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა და ოთხ სეტში დამარცხდა.

საქართველოსა და საბერძნეთის პირველი ნომრების დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა და 2:57 საათი გაგრძელდა. პირველი სეტი ბასილაშვილმა 3:6 დათმო, თუმცა მეორე სეტში ამავე ანგარიშით მოიგო. ყველაზე დრამატული მესამე სეტი გამოდგა, რომელმაც საბოლოოდ შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. ჩვენებურმა ერთსაათიანი ბრძოლა 6(7):7(9) დათმო. მეოთხე სეტში კი უპირატესობა ხელთ ბერძენმა იგდო და 6:4 მოიგო.

ეს ამ სპორტსმენების პირველი შეხვედრა იყო და ბალანსში ბერძენი დაწინაურდა. სტეფანოს ციციპასის
შემდეგი მეტოქე როჯერ ფედერერი იქნება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი კი, სამწუხაროდ, ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა.

altმსოფლიო ჩოგბურთის ტალანტი - ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე?

მკითხველის კომენტარები / 23 /
არაუშავს ნიკოლოზ, დარწმუნებული ვარ წინ ბევრი დიდი გამარჯვება გელის.
მადლობა ყველაფრისთვის.
შალვა 73
11:39 18-01-2019
1
სამწუხაროა. გული დამწყდა, მაგრამ ასეთი პირველი ჩაწოდებით დიდი შლემის მოგება გაუჭირდება ნიკოლოზს. ისე ცოტა იღბალი რომ დახმარებოდა შეიძლებოდა მესამე სეტის მოგება.
წარმატებები მომდევნო ტურნირებზე.
მალხაზი
09:30 18-01-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული