ამან კარგად დამანახა, რა ეტაპზე ვარ - ნიკოლოზ ბასილაშვილის კომენტარი AO-ზე მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალში მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი სტეფანოს ციციპასთან 4 სეტში ანგარიშით 3:6, 6:3, 6(7):7(9), 4:6 დამარცხდა

"მოგესალმებით, მეგობრებო,

რა თქმა უნდა, არ იყო ის შედეგი, რასაც მე და ჩემი გუნდი ველოდით. ამ თამაშმა კარგად დამანახა, რა ეტაპზე ვიმყოფები ფსიქოლოგიურად და ზოგადად, კორტზე. ვთვლი, რომ დიდი სლემის ტურნირის მოსაგებად კიდევ ბევრი სწორი ნაბიჯია გასავლელი", - დაწერა ბასილაშვილმა "ფეისბუქზე".

altAO: სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სტეფანოს ციციპასთან ვერაფერი გააწყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
მე სულაც არ მქონდა იმის ილუზია რომ ნიკა ჩემპიონი გახდებოდა, მინდოდა რომ რაც შეიძლება შორს გასულიყო თუნდაც 1/4 ან 1/8 მაინც რომ გამოცდილება ჰქონოდა მომავლისათვის ასეთ დიდ ტურნირებში ტიტულთან მიახლოვების. პრინციპში ესეც არ იყო ცუდი და მჯერა მომავალში ეს ტურნირი წაადგება როგორც გამოცდილება. ასე უცბათ ასეთ ტურნირებში გამარჯვება იშვიათობაა, ჩვენც ყველას მხოლოდ ახლა გაგვიჩდა სურვილი და ოცნება ნიკას წარმატებისა. ასე რომ რახან სურვილი და ოცნებაა წარმატებაც მოვა, მთავარია რწმენა და თავდაუზუგავი შრომა. წარმატაბა ნიკუშას და ჩვენც ამით გავიხარებთ!!
Geo_Dinamo
01:32 21-01-2019
0
ვეთანხმები მოსაზრებას რო ეს თამაში ნიკამ წააგო მაგრად გატეხა მაგრამ არაუშავს ეს სპორტია და ხდება მთავარია გული არ გაიტეხო ნიკოლოზ იმუშავე თავდაუზოგავად და ციპციპასი კი არა ჯოკოვიჩსაც მალე მოუგეფ საამაყო ქართველი ხარ და შენი მოგებებით ქვეყანა ამაყობს ფაქტია რო მეტი შეგიძლია შენი სიმშვიდით მოწინააღმდეგეს ანადგურებ წარმატებები ჯიგარი ხარ ა
ვახო
01:16 19-01-2019
0

სიახლეები პოპულარული