სერბი ჩოგბურთელი უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა.
ჯოკოვიჩმა ხუთი ბრეიქი შეასრულა, ნადალმა კი მეტოქის მოწოდებული გეიმი არცერთხელ მოუგია.
ეს ამ ჩოგბურთელების 53-ე დაპირისპირება იყო, ბალანსი კი ნოვაკის სასარგებლოდაა - 28:25.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მეშვიდედ მოიგო, ბოლოს მან ამ ტიტულის მოპოვება 2017 წელს მოახერხა.