მეტოქემ 0:4 ამოუქაჩა - ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოფიის ღია პირველობა ცუდად დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 თებერვალს ნიკოლოზ ბასილაშვილმა (22) სოფიის ღია პირველობა წარუმატებლად დაიწყო.

ბასილაშვილი გერმანელ დანიელ ბრენდსთან (180) ორ სეტში 6(7):7(9), 5:7 დამარცხდა. ბასილაშვილს აშკარად ეტყობოდა, რომ ფორმაში არ იყო და ჩაწოდებებშიც მოიკოჭლებდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე სეტში ქართველი 4:0-ს იგებდა, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა გაანიავა და 5:7 დათმო.

ამავე ტურნირში ბასილაშვილი წყვილთა თანრიგშიც იასპარეზებს - მეტიუ ებდენთან ერთად ალექკანდრ დონსკისა და ალექსანდრ ლაზაროვის ბულგარულ დუეტს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ტურნირს, ის ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 10 თებერვლამდე გაგრძელდება. სოფიის პირველობა 250-ქულიანი კატეგორიისაა და საპრიზო ფონდი 586
140 ევროს შეადგენს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ფიზიკურად ნიკოლოზის თამაში არანაირ კრიტიკას არ უძლებდა, სუსტად ითამაშა უმარავი შეცდომები და ორმაგები,არ უნდოდა თამაში ისე იქცეოდა!! წინაა ყველაფერი.
zaza
15:54 05-02-2019
0
სხვა ახსნა არ არსებობს გარდა ერთისა ტოტალიზატორიიიი!!!!
megre
19:55 05-02-2019
5

სიახლეები პოპულარული