15:48 05-02-2019
მეტოქემ 0:4 ამოუქაჩა - ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოფიის ღია პირველობა ცუდად დაიწყო [VIDEO]
AutoSharing Option
ბასილაშვილი გერმანელ დანიელ ბრენდსთან (180) ორ სეტში 6(7):7(9), 5:7 დამარცხდა. ბასილაშვილს აშკარად ეტყობოდა, რომ ფორმაში არ იყო და ჩაწოდებებშიც მოიკოჭლებდა.
აღსანიშნავია, რომ მეორე სეტში ქართველი 4:0-ს იგებდა, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა გაანიავა და 5:7 დათმო.
ამავე ტურნირში ბასილაშვილი წყვილთა თანრიგშიც იასპარეზებს - მეტიუ ებდენთან ერთად ალექკანდრ დონსკისა და ალექსანდრ ლაზაროვის ბულგარულ დუეტს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ტურნირს, ის ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 10 თებერვლამდე გაგრძელდება. სოფიის პირველობა 250-ქულიანი კატეგორიისაა და საპრიზო ფონდი 586 140 ევროს შეადგენს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ასეთი თამაშით შორს ვერ წავალთ!!! ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ავად იყო და ერთი სული ქონდა როდის დაამთავრებდა მატჩს!!! გაწბილებული დაგვტოვა ყველა მისი გულშემატკივარი!!! გუშინ ვავრინკა გავარდა, დღეს მანარინო და ნიკა!!! დავიტოვით იმედი, რომ ყველაფერი გამოსწორდება!!! წარმატებები!!!
3
1
ნაღდად არ მინდა იმის ფირქი რომ აქაც ტოტალიზატორმა იმუშავა! ძალიან გაბრაზებული ვარ, ასე როგორ შეიძლება თამაშის დათმობა ვერ ვხდები. იმედია ვცდები!
12
2
საოცარი სათაური გაქვთ!!! "ცუდად დაიწყო" და კარგად გააგრძელებს?
17
0
ფიზიკურად ნიკოლოზის თამაში არანაირ კრიტიკას არ უძლებდა, სუსტად ითამაშა უმარავი შეცდომები და ორმაგები,არ უნდოდა თამაში ისე იქცეოდა!! წინაა ყველაფერი.
24
0
დეედა რა იყო ეეს?
15
0
< წინა12შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
99.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული