მეტოქემ 0:4 ამოუქაჩა - ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოფიის ღია პირველობა ცუდად დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 თებერვალს ნიკოლოზ ბასილაშვილმა (22) სოფიის ღია პირველობა წარუმატებლად დაიწყო.

ბასილაშვილი გერმანელ დანიელ ბრენდსთან (180) ორ სეტში 6(7):7(9), 5:7 დამარცხდა. ბასილაშვილს აშკარად ეტყობოდა, რომ ფორმაში არ იყო და ჩაწოდებებშიც მოიკოჭლებდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე სეტში ქართველი 4:0-ს იგებდა, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა გაანიავა და 5:7 დათმო.

ამავე ტურნირში ბასილაშვილი წყვილთა თანრიგშიც იასპარეზებს - მეტიუ ებდენთან ერთად ალექკანდრ დონსკისა და ალექსანდრ ლაზაროვის ბულგარულ დუეტს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ტურნირს, ის ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 10 თებერვლამდე გაგრძელდება. სოფიის პირველობა 250-ქულიანი კატეგორიისაა და საპრიზო ფონდი 586
140 ევროს შეადგენს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
აშკარად არაა ფორმაში (?) ერთიცაა, ნიკო იმ დონის ჩოგბურთელი არაა, ატპ-ს ტურნირზე ვინმეს ცალი ხელით მოუგოს. სამწუხაროა!
მერაბ გ.
09:59 06-02-2019
0
რატომ ბლოკავთ კომენტარებს??
დდდ
09:06 06-02-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული