მეტოქემ 0:4 ამოუქაჩა - ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოფიის ღია პირველობა ცუდად დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 თებერვალს ნიკოლოზ ბასილაშვილმა (22) სოფიის ღია პირველობა წარუმატებლად დაიწყო.

ბასილაშვილი გერმანელ დანიელ ბრენდსთან (180) ორ სეტში 6(7):7(9), 5:7 დამარცხდა. ბასილაშვილს აშკარად ეტყობოდა, რომ ფორმაში არ იყო და ჩაწოდებებშიც მოიკოჭლებდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე სეტში ქართველი 4:0-ს იგებდა, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა გაანიავა და 5:7 დათმო.

ამავე ტურნირში ბასილაშვილი წყვილთა თანრიგშიც იასპარეზებს - მეტიუ ებდენთან ერთად ალექკანდრ დონსკისა და ალექსანდრ ლაზაროვის ბულგარულ დუეტს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ტურნირს, ის ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 10 თებერვლამდე გაგრძელდება. სოფიის პირველობა 250-ქულიანი კატეგორიისაა და საპრიზო ფონდი 586
140 ევროს შეადგენს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ამას ცუდად თამაშიც არ ჰქვია, იმდენად უსუსურად გამოიყურებოდა. მართლაც სწორად გამოითქვა აზრი, რომ თამასის სურვილი არ ჰქონდა. მოწინააღმდეგე თითქოს ბედის საჩუქარი იყო, იმდენად სუსტი და მის ფონზეც დაიჩაგრა თავი.
emigranti
05 თებერვალი 2019 17:05
2
ნამეტანია 180 ესთან როგორ უნდა წააგო ახსნა არა მაქვს???...
ლეო
05 თებერვალი 2019 22:34
5
ასეთი თამაშით შორს ვერ წავალთ!!! ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ავად იყო და ერთი სული ქონდა როდის დაამთავრებდა მატჩს!!! გაწბილებული დაგვტოვა ყველა მისი გულშემატკივარი!!! გუშინ ვავრინკა გავარდა, დღეს მანარინო და ნიკა!!! დავიტოვით იმედი, რომ ყველაფერი გამოსწორდება!!! წარმატებები!!!
დათო
05 თებერვალი 2019 16:26
1
აშკარად არაა ფორმაში (?) ერთიცაა, ნიკო იმ დონის ჩოგბურთელი არაა, ატპ-ს ტურნირზე ვინმეს ცალი ხელით მოუგოს. სამწუხაროა!
მერაბ გ.
06 თებერვალი 2019 09:59
0
რატომ ბლოკავთ კომენტარებს??
დდდ
06 თებერვალი 2019 09:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული