ბასილაშვილი როტერდამის ტურნირის 1/8 ფინალში ფუჩოვიჩს შეხვდება

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ნოკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ATP 500-ის ტურნირის მერვედფინალში 27 წლის უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს შეხვდება.

დღეს ფუჩოვიჩმა სლოვაკ მარტინ კლიჟანს 7:6, 6:4 სძლია.

ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგში მე-20 ადგილზეა, ფუჩოვიჩი კი 38-ეზე და მათი შეხვედრა დღეს ღამით გაიმართება.

ნიკოლოზმა 1/16 ფინალში სამხრეთკორეელ ჰეიონ ჩანგს 4:6, 7:6, 6:2 მოუგო,  45 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და 26 165 ევრო გამოიმუშავა.

როტერდამის ტურნირის საპრიზო თანხა 1 961 161 დოლარია.



მკითხველის კომენტარები / 4 /
ფუჩოვიჩს კარგ ფორმაშია , სოფიის ტურნირის ფინალში იყო და მედვედევთან წააგო!!! ბოლო პერიოდში ბევრი მატჩი ჩაატარა და წესით დაღლილი უნდა იყოს!!! დღეს ტურნირს კიდევ ერთი ფავორიტი, ციციპასი გამოეთიშა, ასევე გამოეთიშა რაონიჩიც!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
01:32 14-02-2019
0
ახლა, ფუჩოს კი უნდა მოუგოს ნიკამ და გავიდეს ნიშიკორიზე, არა?!
0

სიახლეები პოპულარული