ბასილაშვილი როტერდამის ტურნირის 1/8 ფინალში ფუჩოვიჩს შეხვდება

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ნოკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ATP 500-ის ტურნირის მერვედფინალში 27 წლის უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს შეხვდება.

დღეს ფუჩოვიჩმა სლოვაკ მარტინ კლიჟანს 7:6, 6:4 სძლია.

ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგში მე-20 ადგილზეა, ფუჩოვიჩი კი 38-ეზე და მათი შეხვედრა დღეს ღამით გაიმართება.

ნიკოლოზმა 1/16 ფინალში სამხრეთკორეელ ჰეიონ ჩანგს 4:6, 7:6, 6:2 მოუგო,  45 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და 26 165 ევრო გამოიმუშავა.

როტერდამის ტურნირის საპრიზო თანხა 1 961 161 დოლარია.



მკითხველის კომენტარები / 4 /
ოოო ფუჩურიჩთან თამაში რთული იქნება
lado
12:31 14-02-2019
1
ახლა, ფუჩოს კი უნდა მოუგოს ნიკამ და გავიდეს ნიშიკორიზე, არა?!
0

სიახლეები პოპულარული