კარიერის რეკორდი - ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-19 ჩოგანია

AutoSharing Option
დღეს, 25 თებერვალს, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა.

ახალ რეიტინგში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთი საფეხურით წინ წაიწია და ახლა მსოფლიოს მე-19 ჩოგანია.

ეს შედეგი ქართველი ჩოგბურთელის კარიერაში საუკეთესოა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს გასულ კვირაში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. მისი დაწინაურების მიზეზი არგენტინელი დიეგო შვარცმენის რეგრესია, რომელმაც ერთბაშად 6 პოზიციით უკან დაიხია და 25-ე ადგილზე გადავიდა.

დღეს, 25 თებერვალს, ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირს იწყებს. მისი მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება, რომელთანაც ქართველს 2 მოგება და 2 მარცხი აქვს.

შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

altდუბაის ტურნირს ნიკოლოზ ბასილაშვილი კარენ ხაჩანოვით იწყებს

მკითხველის კომენტარები / 3 /
უკვე ATP18!!! ბრავო!!!
დათო
17:58 25-02-2019
0
მოიგო ნიკამ და კარგადაც ითამაშა! ეს ერთი და სხვა მრავალი:-)))
ჯანო
17:51 25-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული