ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა

AutoSharing Option
27 თებერვალს, დუბაის ტურნირის 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაძაბულ ბრძოლაში მსოფლიოს მე-18 ჩოგანი, ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი სამ სეტში 6:7(2:7), 6:4, 6:3 დაამარცხა.

აქამდე ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ გამარჯვება ესპანელმა მოიპოვა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 2 887 895 დოლარია, ამ შეხვედრაში გამარჯვებით კი ნიკოლოზმა 90 სარეიტინგო ქულა და 75 170 დოლარი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, პირველ წრეში ქართველმა კარენ ხაჩანოვს ორ სეტში მოუგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე ბორნა ჩორიჩსა და ტომას ბერდიხს შორის გამარჯვებული იქნება.

მკითხველის კომენტარები / 34 /
მაგარია, ნიკა უკვე ეჩვევა 20-ის ჩუგბურთელების დამარცხებას. სულ მალე 10-შიც გვანახა შენი გვარი. წარმატებები ნიკოლოზ!
Geo_Dinamo
27 თებერვალი 2019 22:24
0
ყოჩაღ ნიკა,ასე განაგრძე.წინა ტურნირებზე,ნიკას აშკარად რაღაც პრობლემები ჰქონდა,ახლა კი, მგონი ნამდვილ ნიკას ვხედავთ.
სოსო
27 თებერვალი 2019 20:35
2
ძაან მაგაარ
krk
27 თებერვალი 2019 20:25
0
საამაყო კაცი ხარ ნიკა!!!
ჯეკო
27 თებერვალი 2019 20:19
0
შენ გენაცვალე ნიკოლოზ. მადლობა ყველაფრისთვის.
შალვა 73
27 თებერვალი 2019 19:44
0
ყოჩაღ ნიკა, გილოცავ! ვამაყობთ შენით, კარგია ფორმაში რომ შედიხარ,
წარმატებები, იმედია ფინალში გიხილავთ და გაიმარჯვებ
ზურა
27 თებერვალი 2019 19:39
0
დღეს ვქეიფობ! მაგარი გვყავს ჩვენი ნიკოლოზი, მაგარი! თუ გაუხარდება ყველას ნულზე დაამყნობს!
aburjga
27 თებერვალი 2019 18:30
3
ტიტული, ნიკოლოზ, ტიტული. ერთი ის ციციპასიც მიჯირყვნე, თუ ძმა ხარ!
mamuka09ze
27 თებერვალი 2019 18:29
0
აუ ცინციპასის ჯინი მეც მაქვს! ეგ ტრიპაჩი ეგა.. მოვა მაგის დროც! პ.ს "საქართველოო" დაიძახეს, გავიგონეთ )))
Biannkoneri
27 თებერვალი 2019 18:35
1
მიდი ნიკოლოზ არ დანებდე...
dudu
27 თებერვალი 2019 18:25
0
ბრავოოო, ესპანელი მაჩო ძირსაა გართხმული! გაუმარჯოს ყველა ნიკოლოზს ჩვენი ბასილას მეთაურობით!!!
qomagi
27 თებერვალი 2019 18:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული