ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა

AutoSharing Option
27 თებერვალს, დუბაის ტურნირის 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაძაბულ ბრძოლაში მსოფლიოს მე-18 ჩოგანი, ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი სამ სეტში 6:7(2:7), 6:4, 6:3 დაამარცხა.

აქამდე ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ გამარჯვება ესპანელმა მოიპოვა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 2 887 895 დოლარია, ამ შეხვედრაში გამარჯვებით კი ნიკოლოზმა 90 სარეიტინგო ქულა და 75 170 დოლარი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, პირველ წრეში ქართველმა კარენ ხაჩანოვს ორ სეტში მოუგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე ბორნა ჩორიჩსა და ტომას ბერდიხს შორის გამარჯვებული იქნება.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ტიტული, ნიკოლოზ, ტიტული. ერთი ის ციციპასიც მიჯირყვნე, თუ ძმა ხარ!
mamuka09ze
27 თებერვალი 2019 18:29
0
აუ ცინციპასის ჯინი მეც მაქვს! ეგ ტრიპაჩი ეგა.. მოვა მაგის დროც! პ.ს "საქართველოო" დაიძახეს, გავიგონეთ )))
Biannkoneri
27 თებერვალი 2019 18:35
1
მაგარია, ნიკა უკვე ეჩვევა 20-ის ჩუგბურთელების დამარცხებას. სულ მალე 10-შიც გვანახა შენი გვარი. წარმატებები ნიკოლოზ!
Geo_Dinamo
27 თებერვალი 2019 22:24
0
კარგი ხარ ნიკოლოზ. გოლოცავ
გოგა
27 თებერვალი 2019 18:09
0
შენ გენაცვალე ნიკოლოზ. მადლობა ყველაფრისთვის.
შალვა 73
27 თებერვალი 2019 19:44
0
დღეს ვქეიფობ! მაგარი გვყავს ჩვენი ნიკოლოზი, მაგარი! თუ გაუხარდება ყველას ნულზე დაამყნობს!
aburjga
27 თებერვალი 2019 18:30
3
არვიცი, სკმაოდ ბევრი თამაში მაქვს ნანახი ნიკოლოზის მონაწილეობით, სხვადასხვა ტოპ ჩოგბურთელებთან, მაგრამ ჩემის აზრით ეს იყო საუკეთესო თამაში რაცკი მას ჩაუტარებია! გილოცავ ნიკოლოზ! ასეთი შემტევი/აგრესიული ჩოგბურთი, ტოპკიდან-ტოპკაზე გადატანა, ნუ ეისებზე ხო საერთოდ 19/1; საინტერესო იყო ასევე "ორმაგი შეცდომები" 1/3; და სააგრძნობლად გაუმჯობესებული პირველი ჩაწოდება!!(რამაც თავისთავად მოიტანა ეისები და ნაკლები "ორმაგი შეცდომა") == ნიშიკორი, მედვედევი, რაონიჩი, ჩილიჩი, ხაჩანოვი და ბაუტისტა გავარდნენ.. ვფიქრობ მინიმუმ ფინალისთის უნდა იბრძოლო! კარგ ფორმაშიხარ და გამოიყენე! წარმატება!
Biannkoneri
27 თებერვალი 2019 18:20
1
ძალიან მაგრად მოუმატა ამ ბიჭმა და ხაჩანოვის მერე აშკარად ირწმუნა საკუთარ თავში. ყოღაღ ნიკა!!კიდევ ერთიც!!!
Rezzi
27 თებერვალი 2019 18:07
0
მიდი ნიკოლოზ არ დანებდე...
dudu
27 თებერვალი 2019 18:25
0
ბასილაშვილი ისე დაიქოქა, მგონი ტურნირის მოგების რეალურია კანდიდატია.და როცა ნიშიკორიც გავარდა.
პაატა
27 თებერვალი 2019 18:10
0
ყოჩაღ ნიკა, გილოცავ! ვამაყობთ შენით, კარგია ფორმაში რომ შედიხარ,
წარმატებები, იმედია ფინალში გიხილავთ და გაიმარჯვებ
ზურა
27 თებერვალი 2019 19:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული