ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბორნა ჩორიჩთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 თებერვალს, დუბაის ტურნირის 1/4 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-13 ჩოგანთან, ხორვატ ბორნა ჩორიჩთან 6:4, 2:6, 6:7 დამარცხდა.

აქამდე ისინი ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორჯერ ქართველმა იმარჯვა, ორჯერ კი ხორვატმა.

იქამდე ბასილაშვილმა კარენ ხაჩანოვი და ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.

მან ტურნირზე 45 სარეიტინგო ქულა და 75 170 დოლარი გამოიმუშავა და მსოფლიო რეიტინგში მე-18 ადგილზე გადავიდა.

ჩორიჩი ნახევარფინალში როჯერ ფედერერს შეხვდება.

დუბაის ტურნირის საპრიზო ფონდი 2 887 895 დოლარია.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ბადესთან სირბილი საჭირო არ არის. ფედერერის თამაში არ გინახავთ? თითქმის აღარ გადის ბადესთან! და არც სირბილით იკლავს თავს! რაც შეეხება მოწოდებას, ნიკას ერთ ერთი ყველაზე კარგი მოწოდება აქვს. რაც აღნიშნა თვით ნოვაკ ჯოკოვიჩმა!
aburjga
06 მარტი 2019 14:38
0
გეთანხებით, რომ შეიძლება წყვილებში თამაშის გამო გადაიღალა!!! მაგრამ გარკვეულწილად ეს განპირობებულია ზუსტად იმისათის, რომ ბადესთან თამაში უფრო დახვეწოს და მოუმატოს!!!
დათო
01 მარტი 2019 21:46
0
მოდით რეალურად შევხედოთ რა ხდება ტურში!!! ნიკამ რა შედეგიც აჩვენა დღევანდელდღემდე არის ფანტასტიური!!! ეს იმ დროს , როდესაც საქართველოში არანაირი პირობები და ხელშეწყობა არარსებობს!!! შევხედით რა ხდება, ATP 20-ში არის მხოლოდ ერთი ამერიკელი ისნერი, რომლის ჩოგბურთს მე პირადად არ ვთვლი ჩოგბერთად, მხოლოდ მოწოდებაზე, ეისებზეა ორიენტირებული. დღესაც აკაპულკოში მოუგო მილმანს 38 ეისს წყალობით!!! ესპანელი არის მხოლოდ ნადალი!!!! გერმანელი , მხოლოდ ზვერევი ( რუსული წარმოშობის) !!! ფრანგი, არა!!! და ამ დროს ჩვენ ქართველებს გვყავს ნიკა!!! ეს არის საამაყო!!! მე თქვენთან ერთად მინდა, რომ ნიკამ უფრო მეტს მიაღწიოს, მაგრამ ყველა ტურნრზე ეს შეუძლებელია!!! უამრავი ცნობილმა ჩოგბურთელმა , როგორც მოქმედა სპორტსმენმა ასევე ის ვინც უკვე დაამთავრა კარიერა, ვერ შეეძლო თუნდაც ერთი ATP ტურნირის მოგება, განსხვავებით ნიკასგან, რომელსაც უკვე ორი ტურნირი აქვს მოგებული!!! ეს არის რეალობა და ამას ვერ გავექცევით!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
01 მარტი 2019 21:01
3
ერთმა დაწერა რომ ნიკამ წყვილებში ითამაშა ორი მატჩი ერთ დღეში, შეიძლება გადამწყვეტი არა მაგრამ ეს ფიზიკური დატვირთვა რათქმაუნდა იქონიებდა გავლენას შეხვედრაზე. თუმცა ჩორიჩმა საშემსრულებლო კლასში აშკარად აჯობა, პირველი სეტის წაგების შემდეგ მან თამაშს ალღო აუღო, ჩორიჩი ფსიქოლოგიურად უკეთესად გამოიყურებოდა, კარგად ეტყობოდა რომ თავის თავის იმედი ჰქონდა და იცოდა რა უნდა გაეკეთებინა მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე შეცდომის გამო იმპულსურად ფეთქდებოდა. ერთმა კიდევ დაწერა ჩორიჩს მეტი გამოცდილება აქვს და ამის ხარჯზე მოუგოო, ჩორიჩი 22 წლისაა ბასილაშვილი 26-ის. კიდევ, ბადესთან თამაშს ცოდნა უნდა და ძალიან ბევრი მეცადინეობ. პირველი ჩაწოდების მაჩვენებელი საშინელი აქვს საერთოდ ყველა შეხვედრაში. ასევე მოწინააღმდეგის ჩაწოდებულ ბურთს იღებს ცუდად, იმისდა მიუხედავად რომ მას რიგ შემთხვევებში სჩვევია ეფექტურად დაბრუნება, მაინც უჭირს ბურთის აღება. ნიკას ასევე აკლია თამაშში ხასიათის გაწონასწორებულობა.
ილარიონი
01 მარტი 2019 16:43
0
აქ ერთმა ადამიანმა დაწერა კომენტარი: "კარგი ჩოგბურთელია მაგრამ ბადესთან გასვლა ძალიან უჭირსო." ვეთანხმები სრულად, აი ამ ნაწილში აჯობა ჩირიჩმა ჩვენს ნიკოლოზს და ამის ხარჯზე ფსიქოლოგიურად აჯობა და თუ შეიძლება ითქვას - ტაქტიკურადაც აჯობა. მაგარი თამაში იყო ძალიან დაძაბული და ბოლო წამამდე მეგონა რომ ნიკოზოდი დაადებდა
ნიკო
01 მარტი 2019 13:29
1
მე ე.წ. სტანდარტური სატელევიზიო პაკეტი მაქვს და იქ არცერთ სპორტულ არხს არ ჰქონდა რომ მეყურებინა, თუმცა ინტერნეტით ვუყურე, საშინელი ხარისხი იყო, წამდაუწუმ წყდებოდა და ბოლოს საერთოდ გაწყდა და ვეღარ ვუყურე. მაგრამ რასაც ვუყურე, ნიკოლოზს 80% შეეძლო მოგება, მაგრამ მემგონი მისი მეტოქე უფრო გამოცდილია და აი ამ გამოცდილების ხარჯზე როგორღაც მოახერხა მოგება. პ.ს. ტოტალიზატორების საიტებზე შევედი იმედი მქონდა ლაივი ექნებოდათ ამ შეხვედრის რომ მეყურებინა, მაგრამ არცერთ ტოტალიზატორს არ ჰქონდა. მაგათ მარტო ფული და ყომარი აინტერესებთ. ეს არის სისტემური ჭაობა, ჩვენი საზოგადოების ყველაზე ბნელი მხარე, ჯურღმული და სამარე! აი მკვდარს სამარე გაასწორებსო მაგათზეა ნათქვამი, მაგრამ სამარე კი არა კანონი უნდა მიიღოს პრლამენტმა რომ აილაგმონ ეს პარაზიტები ერთხელ და სამუდამოდ
ირაკლი
01 მარტი 2019 13:18
0
ინტერნეტში "სუპერ ტენისზე" ვუყურე,ერთია,რომ ეკრანზე არ იშლებოდა,მხოლოდ მცირე ფორმატზე ვუყურებდი.იქაც რამდენიმე ვარიანტია,მე კი ინგლისური არ ვიცი,თუმცა მაინც მოვხვდი ერთ ერთზე.
სოსო
02 მარტი 2019 14:09
0
სილკ სპორტ 2 აჩვენებდა, მე ვუყურე
semi
01 მარტი 2019 17:19
1
არასტაბილური მოთამაშეა და პლუს ამას ბადესთან გასვლაზე თითქოს აცრილია
lado
01 მარტი 2019 13:15
12
ძალიან სამწუხაროა ასეთი თამაშის წაგება ერთ ნაბიჯში რომ ხარ მოგებასთან, ჩორიჩმა ტაიბრეიკი მოუგო ტაქტიკით და არა თამაშით, შეატყო რა რომ ნიკა ძალიან დაღლილი იყო და ძლიერად ვეღარ ურტყავდა და მხოლოხ გადაგდებაზე ეთამაშებოდა და დაუშვა კიდეც ნიკამ უნებლიე შეცდომების მთელი კასკადი. არაუშავს ნიკა შენ მთელ საქართველოს უყვარხარ და გულშემატკივრობთ, წინ მთელი ამერიკის მასტერსებია და წარმატებებს გისურვებ
ზიზუ
01 მარტი 2019 12:29
6
ნიკას მარცხი იმის ბრალია რომ რომელიღაც ქართველი ქომაგი ტრიბუნიდან ტვინს ჭამდა უაზრო გამხნევებებით და ეს ცუდათ მოქმედებს ჩოგბურთელზე თავი უნდა შეიკავონ ესეთი შეძახილებისგან რადგან მას ჭკუას მწვრთნელი ყავს და ის დაარიგებს მან უკეთ იცის როგორ უნდა ითამაშოს
დავითი
01 მარტი 2019 12:28
8
წყვილებში რომ ითამაშა მაგან გატეხა ფიზიკურად, ერთ დღეს 2 მატჩი, 6 სეტი და მერე ჩორიჩთან თამაში რთულია. მაიც საუკეთესო ჩოგბურტელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ! დარწმუნებული ვარ წელსაც მინიმუმ 2 ტურნირს მოიგებს.
semi
01 მარტი 2019 11:47
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული