ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბორნა ჩორიჩთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 თებერვალს, დუბაის ტურნირის 1/4 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-13 ჩოგანთან, ხორვატ ბორნა ჩორიჩთან 6:4, 2:6, 6:7 დამარცხდა.

აქამდე ისინი ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორჯერ ქართველმა იმარჯვა, ორჯერ კი ხორვატმა.

იქამდე ბასილაშვილმა კარენ ხაჩანოვი და ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.

მან ტურნირზე 45 სარეიტინგო ქულა და 75 170 დოლარი გამოიმუშავა და მსოფლიო რეიტინგში მე-18 ადგილზე გადავიდა.

ჩორიჩი ნახევარფინალში როჯერ ფედერერს შეხვდება.

დუბაის ტურნირის საპრიზო ფონდი 2 887 895 დოლარია.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ბადესთან სირბილი საჭირო არ არის. ფედერერის თამაში არ გინახავთ? თითქმის აღარ გადის ბადესთან! და არც სირბილით იკლავს თავს! რაც შეეხება მოწოდებას, ნიკას ერთ ერთი ყველაზე კარგი მოწოდება აქვს. რაც აღნიშნა თვით ნოვაკ ჯოკოვიჩმა!
aburjga
14:38 06-03-2019
0
გეთანხებით, რომ შეიძლება წყვილებში თამაშის გამო გადაიღალა!!! მაგრამ გარკვეულწილად ეს განპირობებულია ზუსტად იმისათის, რომ ბადესთან თამაში უფრო დახვეწოს და მოუმატოს!!!
დათო
21:46 01-03-2019
0

სიახლეები პოპულარული