ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 97-ე ჩოგანთან დამარცხდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) ინდიან უელსის 1/32 ფინალში მსოფლიოს 97-ე ჩოგანთან, ინდოელ პრაინეშ გუნესვარანთან დამარცხდა - 4:6, 7:6, 6:7.

მოგების შემთხვევაში ბასილაშვილს შეეძლო 47 170 აშშ დოლარი და 45 სარეიტინგო ქულა გამოემუშავებინა.

შემდეგ წრეში გუნესვარანის მეტოქე 40 წლის ხორვატი ივო კარლოვიჩი იქნება, რომელმაც თანამემამულე ბორნა ჩორიჩი 6:4, 7:6 დაამარცხა. კარლოვიჩის სიმაღლე 211 სანტიმეტრია და მსოფლიოს რეიტინგში 89-ე ადგილზეა.

ტურნირის საპრიზო თანხა  9 035 428 აშშ დოლარს შეადგენს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ნადვილად დასანანი წაგებაა!!! ალბათ უფრო ფსიქოლოგიური პრობლემებია!!! მაგრამ მარტო ნიკა არ არის ერთადერთი, პირველივე წრიდან გამოეთიშა: ციციპასი, აგუტი, ჩორიჩი, დე მინორი, ქუერი, ჩეკინატო, ჯოკოვიჩმა ძლივს მოუგო პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე 128-ე ამერიკელს!!!
დათო
14:15 10-03-2019
1
წელს რაც ჩაატარა თამაშები , თითქმის უმეტესობას ვუყურე , მაგრამ ვერსად ვერ ვნახე იან დე ვიტი და სამწვრთნელო გუნდი , ვისი დამსახურებითაც დადო ორი ტურნირი და იმედია ეს ყველაფერი ამ ცვლილების ბრალია . თუ მასეა მაშინ დიდი შეცდომაა ჩემი აზრით , იმიტომ რომ მე ძველ ნიკოლოზზ ვხედავ ბოლო თამაშებში , ემოციურად ფაუწონასწორებელს . იმედია სწორ დასკვნებს გამოიტანს თვითონვე , ანსაკუთრებით ჩორიჩთან წაგების შემდეგ . წარმატებები ნიკოლოზ , იპოვე ისე შენი თავი და სიმშვიდე .
ATP 18
12:29 10-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული