მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მაიამის ღია პირველობის მერვედფინალში ესპანელ რობერტო ბატისტა-აგუტთან 6:1, 5:7, 3:6 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
რობერტო ბატისტა-აგუტი (ესპანეთი) - ჯონ იზნერი (აშშ)
ფელიქს ოჟე-ალიასიმი (კანადა) - ბორნა ჩორიჩი (ხორვატია)
დენის შაპოვალოვი (კანადა) - ფრანსე ტიაფუ (აშშ)
კიდევ ერთ მეოთხედფინალში სამხრეთაფრიკელის, კევინ ანდერსონის მეტოქე რუს დანიილ მედვედევსა და შვეიცარიელ როჯერ ფედერერს შორის გამარჯვებული იქნება.
მედვედევი-ფედერერის მატჩი დღეს, 27 მარტს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
ტურნირის გამარჯვებული 1 354 010 დოლარს და 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/8-ფინალში სწორედ კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან დამარცხდა.
მაიამის ღია პირველობა: ნიკოლოზ ბასილაშვილი ფელიქს ოჟე-ალიასიმთან დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის წყვილებში დამარცხდა
როგორ აღზევდა ნიკოლოზ ბასილაშვილი 13 თვეში მე-18 ადგილამდე? - პასუხები ATP-ის სტატიაშია