მაიამის ღია პირველობაზე ქალთა ტურნირის ფინალისტები გამოვლინდნენ. 30 მარტს ფინალში ერთმანეთს ავსტრალიელი ეშლი ბარტი (მსოფლიოს მე-11 ჩოგანი) და ჩეხი კაროლინა პლიშკოვა (7) შეხვდებიან.
ნახევარფინალში ბარტიმ ესტონელ ანეტ კონტავეიტს 6:3, 6:3, პლიშკოვამ კი რუმინელ სიმონა ჰალეპს 7:5, 6:1 სძლია.
რაც შეეხება ვაჟთა ტურნირს, 29 მარტს, მეოთხედფინალში კანადელმა დენის შაპოვალოვმა ამერიკელ ფრანსე ტიაფუს 6:7, 6:4, 6:2 მოუგო, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა კი ადვილად დაძლია სამხრეთაფრიკელის, კევინ ანდერსონის ბარიერი - 6:0, 6:4.
ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
ჯონ იზნერი (აშშ) - ფელიქს ოჟე
-ალიასიმი (კანადა)
დენის შაპოვალოვი (კანადა) - როჯერ ფედერერი (შვეიცარია).
ტურნირების გამარჯვებულები 1 354 010 დოლარს და 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებენ.