ეშლი ბარტის გზა - ჩოგბურთიდან კრიკეტში წასვლა, დაბრუნება და "მაიამის" ტურნირის მოგება

AutoSharing Option
ფოტო: wtatennis.com

მაიამის ღია პირველობის ფინალში ეშლი ბარტიმ კაროლინა პლიშკოვა 7:6, 6:3 დაამარცხა და კარიერაში მეოთხე ტიტული მოიგო.

როგორც ჟურნალისტებს მატჩის შემდეგ 22 წლის ბარტიმ განუცხადა, 2014-2016 წლებში კარიერის შეწყვეტისა და კრიკეტში გადასვლის შესახებ მისი გადაწყვეტილება ლოგიკური იყო.

"უნიკალური გზა გავიარე. ის გადაწყვეტილება კრიკეტში გადასვლის შესახებ ლოგიკური იყო. შესვენება მჭირდებოდა. მე დავისვენე, გავიცანი ახალი მეგობრები, მაგრამ ჩოგბურთი ყოველთვის ჩემი სპორტი იყო. უბრალოდ, ალბათ, საჭირო იყო მისგან დისტანცირება, რათა გამეგო, რამდენად ძლიერად მიყვარს მე ეს თამაში. მე უფრო ძლიერი დავბრუნდი.

როდესაც
კარგად ვთამაშობ, შემიძლია საუკეთესოებს წინააღმდეგობა გავუწიო. ჩოგბურთის სირთულეც და სილამაზეც სწორედ ისაა, რომ ყოველთვის წინ უნდა მიდიოდე და სიამოვნებას იღებდე ამ პროცესისგან. ჩემთვის ყველაზე მთავარი კორტზე გამოსვლა და საკუთარი თამაშის ჩვენებაა", - განაცხადა მაიამის მასტერის გამარჯვებულმა.

ეშლი ბარტიმ გამარჯვებულისთვის განკუთვნილი 1 354 010 დოლარი და 1000 სარეიტინგო ქულა მიიღო და WTA-ს ახალ რეიტინგში ის მე-9 პოზიციას დაიკავებს.

რაც შეეხება ვაჟთა ტურნირს, დღეს, 31 მარტს 21:00 საათზე გამარჯვებულს ავსტრალიელი როჯერ ფედერერი და ამერიკელი ჯონ იზნერი გაარკვევენ.

altმაიამის ღია პირველობა: ნიკოლოზ ბასილაშვილი ფელიქს ოჟე-ალიასიმთან დამარცხდა

altროგორ აღზევდა ნიკოლოზ ბასილაშვილი 13 თვეში მე-18 ადგილამდე? - პასუხები ATP-ის სტატიაშია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული