![](https://sportall.ge/pictures/image5/9457f197fded5016acc30515a3fcd2d2.jpg)
ATP-მ ვაჟ ჩოგბურთელთა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ორი პოზიციით დაწინაურდა და სიის მე-17 ადგილზე იმყოფება.
საქართველოს პირველი ჩოგანის ანგარიშზე 1930 სარეიტინგო ქულაა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის კარიერის მანძილზე ეს მისი საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდე ATP-ს სიაში ყველაზე მაღალ საფეხურზე, მე-18 ადგილზე ბასილაშვილი მიმდინარე წლის 11 მარტს იმყოფებოდა.
გარდა ამისა, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს ყველაზე მაღალი შედეგია, რაც კი ქართველმა ჩოგბურთელმა მიაღწია.
სიის მე-18 ადგილზე მყოფ იტალიელ ფაბიო ფონინის 1885 ქულა, მე-16 ადგილზე მყოფ იტალიელს მარიო ჩე
კინატოს კი 2021 ქულა აქვს.
სიის პირველ სამ პოზიციას ცვლილებები არ შეხებია - პირველ ადგილზე კვლავ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია (11070), მეორეზე - ესპანელი რაფაელ ნადალი (8725), მესამეზე კი გერმანელი ალექსანდრ ზვერევი (6040).
ATP-ის სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
![საქართველოს ისტორიაში პირველად! - ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-17 ჩოგანია Sportall.Ge](/pictures/artimages/original/9dfa089927b4879124a711f9704816c5.jpg)