ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ბუდაპეშტის ტურნირის ერთეულებში ცნობილია

AutoSharing Option
23 აპრილს ბუდაპეშტის 250-იანი ტურნირის ერთეულებში პირველი წრის მატჩები გაიმართა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე გაირკვა.

პოლონელმა პიტერ გოიოვჩიკმა ლოიდ ჰარისს 2 სეტში ანგარიშით 7:5, 6:4 მოუგო. შესაბამისად, ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე პიტერ გოიოვიკი იქნება, რომელიც მსოფლიოს 85-ე ჩოგანია.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი განთესილთა შორისაა და მეორე წრიდან ჩაერთვება შეჯიბრში.

მატჩი ხვალ, 25 აპრილს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.

მკითხველის კომენტარები / 1 /
პიტერ გოიოვჩიკ გერმანულია; არა პოლონური.
Tad Davis
12:00 24-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული