23 აპრილს ბუდაპეშტის 250-იანი ტურნირის ერთეულებში პირველი წრის მატჩები გაიმართა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე გაირკვა.
პოლონელმა პიტერ გოიოვჩიკმა ლოიდ ჰარისს 2 სეტში ანგარიშით 7:5, 6:4 მოუგო. შესაბამისად, ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე პიტერ გოიოვიკი იქნება, რომელიც მსოფლიოს 85-ე ჩოგანია.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი განთესილთა შორისაა და მეორე წრიდან ჩაერთვება შეჯიბრში.
მატჩი ხვალ, 25 აპრილს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.