ნიკოლოზ ბასილაშვილი ლაზლო ჯერესთან დამარცხდა

AutoSharing Option
26 აპრილს, ბუდაპეშტის ტურნირის მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) მსოფლიოს 33-ე ჩოგანთან,  უნგრული წარმოშობის 23 წლის სერბთან ლაზლო ჯერესთან 6:3, 2:6, 3:6 დამარცხდა.

ბასილაშვილი და ჯერე აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, 2015 წელს ქართველმა იმარჯვა, ხოლო 2018 წელს სერბმა.

ბასილაშვილი ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთო და გერმანელ პეტერ გოიოვჩიკს 6:3, 0:6, 6:3 მოუგო.

რადგან ტურნირიდან უკვე გამოვარდა შარშანდელი გამარჯვებული მარკო ჩეკანატო და რეიტინგში ორი საფეხურით დაქვეითდა, ბასილაშვილი მე-17 ჩოგანი გახდება.

ჯერე ნახევარფინალში სერბ ფილიპ კრიჯინოვიჩს შეხვდება, რომელმაც ბორნა ჩორიჩი 6:4, 7:5 დაამარცხა.

ბუდაპეშტის ტურნირი 250-იან კატეგორიაში შედის და მისი საპრიზო ფონდი 501 345 ევროა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ძალიან მეეჭვება, რომ ნიკა ყომარობდეს. ლაბაძე რომ ყომარობდა ცნობილია. არაერთხელ იყო მისი თამაშები გამოძიების საგანი. ნიკა ნამეტანი წესიერი კაცი მგონია. მის შედეგებს რაც შეეხება, ეს ჩემთვის გარკვეულწილად გასაგებია. ქართული ხასიათი აქვს - აფეთქდება, აღივსება მონდომებით, ძალით, მოიგებს და მერე ეშვება. ალბათ ასე ხართ უმეტესობაც. მე ასე ვარ. რუსები რასაც ჟილკას ეძახიან და ინგლისურში დრაივი რომ ჰქვია, ჩვენ დიდ ხანს არ მიგვყვება. მგონი ასეა ნიკაც. უბრალოდ შევეგუოთ ამას. ტოპ-20 კი ისეთი სურრეალიზმია ქართველი ჩოგბურთელისთვის, რომ ამის დაუნახაობა და დაუფასებლობა არ შეიძლება. თან ერთიც არის - გააჩნია საფარს. არა მგონია თიხა ნიკას საუკეთესო საფარი იყოს. როგორც წესი სამხრეთ ევროპელები, სამხრეთ ამერიკელები, თბილი კლიმატის ხალხია მაგარი თიხაზე.
odala
19:45 27-04-2019
0
ისე პირი რომ გაიპარსოს უკეთესი იქნება,ფედერერს და ნადალს თუ აქვთ დრო გასაპარსად ეგ რას აკეთებს.
maxo
19:05 27-04-2019
2

სიახლეები პოპულარული