ნიკოლოზ ბასილაშვილი ლაზლო ჯერესთან დამარცხდა

AutoSharing Option
26 აპრილს, ბუდაპეშტის ტურნირის მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) მსოფლიოს 33-ე ჩოგანთან,  უნგრული წარმოშობის 23 წლის სერბთან ლაზლო ჯერესთან 6:3, 2:6, 3:6 დამარცხდა.

ბასილაშვილი და ჯერე აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, 2015 წელს ქართველმა იმარჯვა, ხოლო 2018 წელს სერბმა.

ბასილაშვილი ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთო და გერმანელ პეტერ გოიოვჩიკს 6:3, 0:6, 6:3 მოუგო.

რადგან ტურნირიდან უკვე გამოვარდა შარშანდელი გამარჯვებული მარკო ჩეკანატო და რეიტინგში ორი საფეხურით დაქვეითდა, ბასილაშვილი მე-17 ჩოგანი გახდება.

ჯერე ნახევარფინალში სერბ ფილიპ კრიჯინოვიჩს შეხვდება, რომელმაც ბორნა ჩორიჩი 6:4, 7:5 დაამარცხა.

ბუდაპეშტის ტურნირი 250-იან კატეგორიაში შედის და მისი საპრიზო ფონდი 501 345 ევროა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ამან უიმბლდონიც რომ მოიგოს აღარ მაინტერესებს, ცანცარა სპორსმენია, ან არ ვიცი...
11
არასერიოზული და არასტაბილურია! 40:0 და საკუთარი მოწოდების წაგება ამაზე მეტი რაოდენობით არ მინახავს
დათო
22:11 26-04-2019
7

სიახლეები პოპულარული