ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
ახლად გამოქვეყნებულ ATP-ის რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-17 პოზიციაზეა.

აქამდე ნიკოლოზი მსოფლიოს მე-18 ჩოგანი იყო. ბუდაპეშტის ტურნირზე მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ მისი სარეიტინგო ქულები არ შეცვლილა, თუმცა იტალიელი მარკო ჩეჩინატო ჩამოქვეითდა 2 პოზიციით. სწორედ ამან განაპირობა ბასილაშვილის წინსვლა.

წინა ტურნირი, სადაც ბასილაშვილმა მონაწილეობა მიიღო, ბუდაპეშტის შეჯიბრი გახლდათ, სადაც სამწუხაროდ, მეოთხედფინალურ სტადიაზე დამარცხდა.

შემდეგი ღონისძიება, სადაც ნიკოლოზი იასპარეზებს, დიდი ალბათობით, რომის მასტერსი იქნება.

მოგეხსენებათ, მაისის თვეში ორი მასტერსია, მადრიდსა და რომში. შარშან ბასილაშვილმა რომში ითამაშა, სადაც მეორე წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა 4:6, 2:6.
თუმცა 45 სარეიტინგო ქულა მაინც მოიპოვა და ეს ქულებიც დასაცავი აქვს. აქედან გამომდინარე, ნიკოლოზი, ალბათ, რომში ითამაშებს. ტურნირი 12 მაისს დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ წელს ნიკოლოზმა 19 შეხვედრა გამართა, საიდანაც 10 მოიგო და 9-ში დამარცხდა. ასევე, ბასილაშვილმა საპრიზო თანხის სახით 416 314 დოლარი გამოიმუშავა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ანუ უნდა წააგო თამაშები რო დაწინაურდე ? :D
real lol
13:31 29-04-2019
19
სასიხარულო ამბავია, თან სასაცილოც
0

სიახლეები პოპულარული