მარია შარაპოვა: კარგი დედა და ცოლი მინდა ვიყო

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა, რუსმა მარიამ შარაპოვამ Tennis World USA-სთან ისაუბრა იმაზე, თუ რას ელოდება საკუთარ ცხოვრებაში 20 წლის შემდეგ.

"ახლა ენერგიით სავსე ვარ და იმედია, იმ დროისთვისაც შემომრჩება. მინდა ძალიან კარგი დედა და ცოლი ვიყო, თუმცა არასდროს იცი რა მოხდება შენს ცხოვრებაში. დილით იღვიძებ, გგონია რომ გაქვს გეგმა, მაგრამ... მამა ხშირად მეუბნება ხოლმე: "თუ ღმერთის გაცინება გინდა, საკუთარ გეგმებზე მოუყევი." ასე რომ, არ მინდა ვიდარდო იმაზე, რა იქნება 20 წლის შემდეგ. მე ვცდილობდი მაგალითი ვყოფილიყავი ბევრ რამეში, თუმცა
მერე გავაანალიზე, რომ ეს შეუძლებელია. რაღაც ერთზე უნდა მოახდინო კონცენტრაცია, საკუთარი თავი რაღაც კონკრეტულს უნდა მიუძღვნა"- ამბობს 32 წლის ჩოგბურთელი.

"ენერგიით სავსე" მარია შარაპოვა, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 28-ე ჩოგანია, რომის ტურნირიდან მოეხსნა და განახლებულ კლასიფიკაციაში ტოპ 50-ს დაემშვიდობება. 


მკითხველის კომენტარები / 1 /
ზუსტად 20 წლის შემდეგ ვაპირებ განქორწინებას;
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული