ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთეულებში მადრიდის მასტერსის პირველივე წრიდან გამოვარდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) მადრიდის მასტერსის პირველ წრეში მსოფლიოს 37-ე ჩოგანთან, ამერიკელ ფრენსის ტიაფოსთან 7:6, 3:6, 4:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

თამაში 2 საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა და ბასილაშვილმა 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მისმა მეტოქემ კი - არც ერთი.

ტიაფო მეორე წრეში კოლშრაიბერსა და კუკუშკინს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ბასილაშვილი რომის მასტერსზე მიიღებს მონაწილეობას, იქამდე კი მადრიდის მასტერსზე წყვილთა თანრიგში იასპარეზებს - 7 მაისს მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად ბრიტანელი ჯეიმი მარისა და ბრაზილიელი ბრუნო სოარეშის დუეტს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბასილ ტიპიური ქართველი სპორტსმენი ხარ,1ს მოიგებ და მერე ყველას იმედებს უცრუებ.უკვე მერამდენედ
რეზი
05:49 07-05-2019
1
ვერ გავიგე ამ ბიჭის, იგებდა უპირატესიბასც ფლობდა და უცებ აურია?! ამერიკელმა ბოლოს კოჭლობით მოიგო!!! სეზონის მეორე ნახევრისთვის ემზადება ბასილა თუ რა ჭირს, მართლა ვერ ვხვდები???
მეჩოგნე
01:10 07-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული