2015 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსზე მარტონ ფუჩოვიჩი დაამარცხა!

AutoSharing Option
გამარჯვებით დაიწყო რომის მასტერსი საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც მარტონ ფუჩოვიჩი კარიერაში მეორედ დაამარცხა, პირველად ამის გაკეთება მან 2015 წელს უიმბლდონის ტურნირზე მოახერხა.

ქართველს მეტოქეს ორ სეტში - 6:1, 7:6(7:2) სძლია.

ეს ბასილაშვილსა და ფუჩოვიჩს შორის, მეექვსე დაპირისპირება იყო, ბოლო ოთხ შემთხვევაში კი გამარჯვება უნგრელ ჩოგბურთელს დარჩა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ყაზახ მიხაილ კუკუშკინსა და სერბ ლასლო დიერეს შორის გამარჯვებული იქნება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოჩაღ ნიკა!!! ძალიან გაგვახარე!!! წარმატებები!!!
დათო
16:22 12-05-2019
0
ნიკა ასე გააგრძელე!წარმატებები!
კახა
21:28 12-05-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული